24.2.10

როგორ ჩატარდა არჩევნები 2008წ.

სასამართლო პროცესებმა 21მაისის არჩევნებთან დაკავშირებით ჩემმა ნაცნობ მეგობრების თვალით დანახულმა რეალობამ, რომელიც არჩევნების დღეს ხდებოდა ნათლად დაანახვა საქართველოს მოსახლეობას, რომ საქართველოში დღევანდელი ხელისუფლების მიერ არ ჩატარებულა და არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები სადაც მოსახლეობა გამოხატავს თავის ნებას და არჩევანს გააკეთებს ისეთ პიროვნებაზე, რომელიც ღირსია იყვეს საქართველოს ხელისუფლებაში. დღევანდელი არჩევნები მაგონებს დასაფლავების პროცესს როდესაც ახლო ნათესავი უდროობის გამო ვერ მიდის ახლობლის დასაფლავებაზე და ფულს გაუგზავნის დამწუხრებული. Aასე ჩატარდა როგორც საპრეზიდენტო ასევა საპარლამენტო არჩევნები მიუხედავად ამომრჩეველთა დიდი ოდენობით არ გამოცხადებისა საარჩევნო ყუთებში ასობით ბიულეტინების ჩაყრას ჰქონდა ადგილი. Mკვდარზე ფულის გაგზავნა კი გამიგია მაგრამ მკვდარ პარტიაზე ბიულეტინების გაგზავნა მხოლოდ შეიძლება საქართველოში მომხდარიყო რაც იმის დასტურია, რომ ხელისუფლებამ თავის არსებობის მანძილზე ვერ შექმნა ისეთი ძლიერი ატმოსფერო, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მხარი დაეჭირა და ძალის მიერი მეთოდებით არ ჩაეტარებინათ არჩევნები. ასეთი არჩევნები ამძაფრებს სიტუაციას ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მათი ქმედება ძალმომრეობით არჩევნების ჩატარება იმის მანიშნებელია, რომ დიდი დრო აღარ არის საჭირო. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავისი პოზიცია დააფიქსიროს და ხელმეორეთ მოინდომოს დემოკრატიული გზით არჩევნების ჩატარება. Eეს იქნება ნამდვილი არჩევანი საქართველოს მოსახლეობისთვის რადგანაც ძალმომრეობის ხანა უნდა დასრულდეს საქართველოში და შეიქმნას ქვეყანა, რომელიც ძალმომრეობას აღმოფხვრავს მთელს მსოფლიოში. Eეს იქნება ძალა რომელიც დაანახვებს არა მარტო ხელისუფლების წარმომადგენლებს არამედ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოში მონობის პერიოდი დასრულდა და მოსახლეობამ ხმა ამოიღო ძალადობის,უსამართლობის,განუკითხაობის წინააღმდეგ.ეს იქნება ერის გამოღვიძების პირველი ნაბიჯები.ნაბიჯი რომელიც დაანახვეს მთელ მსოფლიოს თუ როგორ შეიძლება დემოკრატიული გზით ხელისუფლების წინააღმდეგ ბძოლა.არ გეგონოთ ხელისუფლებაში არ იყვნენ საღად მოაზროვნე ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ საქმის სწორად წარმართვა მდგომარეობის გამოსწორება ამ დაძაბულობისგან გამოსვლა მაგრამ ერთპიროვნულმა მართველობამ ეს პირებიც მარიონეტებად აქცია ისინი თავიანთ შეხედულებებს ვერ გამოხატავენ რადგანაც მათაც დიდი შიში აქვთ დღევანდელი ძალმომრეობისა.მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა გარკვეულ წრეებში მე პირადად მივესალმები ნინო ბურჯანაძის დაბრუნებას ქართულ პოლიტიკაში ჩვენთან ერთად მე პირადად ვიბრძოლებ გამოცდილი კადრი აღმოჩნდეს ჩვენს გვერდით და ჩვენთან ერთად შექმნას დემოკრატიული ქვეყანა რომელიც ხალხს მოემსახურება მოემსახურება საქართველოს მოსახლეობას გაიზიარებს მათ აზრებს და იბრძოლებს მათ კეთილდღეობაზე.მე პირადად ყოველთვის ვიქნები იმ ადამიანების გვერდით რომლებიც რეალურად გამოხატავენ ქვეყნის აღმშენებლობის იმ დიდ გზებს, რომლებიც საქართველოს გამოიყვანს ამ კრიზისიდან. Mმე ვიბრძოლებ, რომ ყველა ბიზნესმენს, რომელსაც დღევანდელმა ხელისუფლებამ წაართვა თავისი შრომით დაგროვილი ქონება დაუბრუნდეს მეპატრონესე ეს შეეხება როგორც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, რომ დაუბრუნდეს ტელევიზია იმედი ცირკი და ყველა ის საკუთრება, რომელიც ბადრის ჰქონდა შეძენილი ასევე ზაზა ოქუაშვილს მიეცეს საშუალება ჩამოვიდეს საქართველოში დაუბრუნდეს ტელევიზია და თავისი ბიზნესი განავითაროს საქართველოში რათა ჩვენ საშვალება შეგვექმნას ვიყვეთ დასაქმებული და ეკონომიურად ძლიერნი რაც საშვალებას შეგვიქმნის მოვაგვაროთ კომფლიქტური სიტუაციები როგორც აფხაზეთში ასევე სამაჩაბლოში. ვფიქრობ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის განვითარებისაკენ მართალია ბევრი ხელისუფლების წარმომადგენელი არ დამეთანხმება, მაგრამ ვფიქრობ მათ სხვა გზა არ ექნებათ ჩვენ ყველა ბიზნესმენს რომელიც საქართველოს გარეთ მოღვაწეობს ხელს შეუწყოფთ ჩამოვიდნენ საქართველოში და წარმატებით წარმართონ თავიანთი ბიზნესი საქართველოში.


 შალვა ცერცვაძე 

No comments:

Post a Comment