24.2.10

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ასლი განათლების მინისტრს ლომაიას და პარლამენტის თავჯდომარეს Nნინო ბურჯანაძეს

Bბატონო პრეზიდენტო,
განათლების რეფორმამ და უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების Qჩატარებამ ნათლად დაანახვა საქართველოს მოსახლეობას, რომ სწავლით და განათლების მიღებით საშუალება მიეცემა საქართველოს მოსახლეობის ახალგაზრდებს, რომლებსაც სურვილი აქვთ სწავლისა. თავისი ცოდნით და განათლებით ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებელში, გაირღმავონ ცოდნა და განათლება და თავისი შრომით არჩინონ ოჯახი და გამოადგნენ მომავალ საქართველოს. უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო გადასახადების თანხის გადახდამ ბევრ გაჭირვებულ ოჯახს უარი ათქმევინა მომავალი თაობისათვის განათლება მიეღო უმაღლეს სასწავლებელში, რადგან იჩაგრება მომავალი თაობა და საშუალება არ ეძლევა ცოდნა გაირღმავონ და იყვნენ სამაგალითონი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისათვის. ვფიქრობ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას და სწავლის გადასახადს შეამცირებთ, თუნდაც როგორც წინა წლებში იყო, ასევე გულისტკივილით მინდა გითხრად, რომ სტუდენტები დიდ გაჭირვებას განიცდიან. საარსებო ხარჯების მიუხედავათ მათ ესაჭიროებათ სამგზავრო ხარჯები, რაც ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ თავიანთ თავს და უხდებათ უბილეთოთ მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტობუსით და ტროლეიბუსით, რაც ხშირია შელაპარაკებები უბილეთოთ მგზავრობის შესახებ მძღოლსა და სტუდენტებს შორის და უხერხულ მდგომარეობაში აყენებ ჩვენს გაჭირვებულ მომავალ თაობას და აგრესიულს ხდის დღევადელი ხელისუფლების მიმართ. ვფიქრობ გაითვალისწინებთ ჩვენს მოთხოვნებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტუდენტებისთვის იქნება უფასო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტის ბილეთი გაუნახევრდეს სტუდენტ ახალგაზრდობას, რაც საშუალებას მისცემს მომავალ თაობას, იმედი იქონიოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და განათლების სამინისტრო ზრუნავს სტუდენტ ახალგაზრდობაზე.
 ვფიქრობ, ამ წერილს განიხილავთ, მიეცემა შესაბამისი რეაგირება და საშუალება მიეცემა იმ ახალგაზრდების ნაწილს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სასწავლებელში, შეღავათი ექნება, როგორც სწავლაში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობაში.

შალვა ცერცვაძე
   
  თბილისი გუდიაშვილის მოედ. 7/2

No comments:

Post a Comment