4.12.09

ბადრი პატარკაციშვილს

ბიზნესმენი პოლიტიკასთან ურთიერთ კავშირშია, მადრამ თუ პოლიტიკოსი არ გაითვალისწინებს მოსახლეობის შეხედულებებს მისი კარიერა მალევე დამთავრდება, რადგანაც ხალხი ბრძენია და ეს სიბრძნე პოლიტიკაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, თუმცა ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ამას არ ითვალისწინებდნენ და ხალხის რჩევას იგნორირებას უკეთებდნენ. Aამოტომ იყო, რომ როგორც შევარდნაძემ ასევე სააკაშვილმა ვადის ამოწურვამდე დატოვეს თანამდებობები. ეს იყო ყველაზე დამანგრეველი, როგორც ხელისუფლებისათვის ასევე საზოგადოებისათვის. მოსახლეობა უფრო კარგად ხვდება რა შეიძლება მოყვეს პოლიტიკურ თამაშს და საღად მოაზროვნე ადამიანები რეალურ დასკვნებს აკეთებენ.ჩემი სიტყვები თქვენთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ წაქცეული კაცის წამოყენება უფრო ძნელია, ვიდრე ფეხზე მდგომის გაფრთხილება, რომ არ წაიქცეს. მე პირადად ამ პოლიტიკურ მარათონში არც კი გირჩევდით ჩაბმას, მაგრამ შუა გზაში საქმის მიტოვება უფრო წამგებიანია, ვიდრე თავიდანვე დაწყება პოლიტიკური თამაშის. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა გამოიყენა ყველა მეთოდი ჩემს გასანადგურებლად, მაგრამ მე მაინც ქრისტიანი კაცი ვარ და პატიება შემიძლია, თუმცა ამას ყოფილი პრეზიდენტი ვერ შეძლებს და ხალხის გამოსვლის შემთხვევაში თავისი სიტყვის დასაცავად 9 აპრილი მოგონილი იქნება, ეს იქნება საქართველოსა-თვის ყველაზე ტრაგიკული დღეები, ეს იქნება ყოფნა არ ყოფნის და გადარჩენის ყველაზე დიდი გამძლეობა, რადგანაც საქართველოს მოსახლეობა დაუპირისპირდება არა რომელიმე უცხო ქვეყნების ძალოვან სტრუქტურებს არამედ საკუთარ ხალხს, რაც ყველაძე აღმაშფოთებელია და გამოიწვევს მთელ მსოფლიოში უარყოფით შეფასებას. დამონებული ხალხი აზვირთებულ მდინარეს დაემსგავსება და წალეკვით დაემუქრება ხელისუფლებას, თქვენ კი ჩართული ხართ ამ პროცესში და მიშას გამარჯვების შემთხვევაში ყველაზე დიდ დარტყმას თქვენ მიიღებთ, ამისათვის არ გეყოფათ თქვენს მიერ დაგროვილი მილიარდები და არ არის გამორიცხული მოხდეს თქვენი ტრაგიკული დასასრული. ამიტომ ბრძოლა თავის გადასარჩენად, ბრძოლა ერის გადასარჩენად თქვენი გადასაწყვეტია, რადგანაც წაგების შემთხვევაში, როგორც გიორგაძის პარტიის წევრების დაჭერა მოხდა ასევე თქვენი პარტიის ლიდერების დაჭერა დაპატიმრება მოხდება. მე შემეძლო გამოვთიშულიყავი პოლიტიკური მარათონისაგან, მაგრამ მე არ მაქვს უფლება ქვეყნისა და ერის წინაშე თავი ავარიდო პოლიტიკურ მარათონში ჩაბმას და შორიდან უყურო მოვლენებს. ჩემი ჩართვა ჩემი სიცოცხლისათვის საშიში იქნება, მაგრამ მე სიკვდილის არ მეშინია, რადგან დასაკარგიც არაფერი მაქვს ისედაც ბევრი რამ მაქვს დაკარგული ცხოვრებაში და თუ მიხეილ სააკაშვილი ჩემ ფიზიკურ განადგურებას მოინდომებს მთელი ქრისტიანული სამყარო გაასამართლებს მას და ტრაგიკულად დამთავრდება მისი კარიერა, რადგანაც ქრისტიანი მებრძოლი კაცის მოკვლა უფრო ძლიერ მებრძოლს წარმოქმნის და ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება ყველა მებრძოლს, რადგანაც ისინი იბრძოლებენ თავისუფლებისათვის და თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანს უფრო მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდება ვიდრე თავის სკამისთვის მებრძოლ პირს. ყოფილ პრეზიდენტს კი ვურჩევ ხალხის დამონებას ხალხთან ყოფნა ერჩივნოს, არ ღირს ამისათვის მებრძოლ ადამიანებს გიჟი უძახოს, ტალახი ესროლოს, ყველანაირად გააცამტვეროს, რადგანაც ისტორია ყოველთვის თავის სიტყვას იტყვის ცხოვრებაში, ისტორია არ დაივიწყებს ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან. ადამიანი მაშინ არის ადამიანი, როდესაც საქმის გამოსწორება შეუძლია, ბოდიშის მოხდა და დათმობა იმ პოზიციების, რომელიც მას უკავია, ეს არის ყველა ქართველი ქრისტიანი ადამიანის მოვალეობა. ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრ სამსახურზე უარიც ვთქვი, რადგანაც ჩემი ღირსება არ შემელახა, ეს არ იყო ადვილი გასაკეთებელი, რადგანაც ყოველი სამსახური ჩემთვის საყვარელი იყო, იქ ყოველთვის დიდ ენერგიას ვხარჯავდი, ვცვლიდი სტრუქტურას, ვაუმჯობესებდი გარემოებას, ვამყარებდი ურთიერთ მეგობრულ დამოკიდებულებას კოლექტივში, ამით ვიყავი ყოველთვის ბედნიერი, რადგან აკეთო სიკეთე ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მაგრამ სამწუხაროდ კოლექტივშიც აღმოჩნდებოდა პირველობის მანიით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ჩემ დამცირებას. აქედან გამომდინარე მე ბევრ სამსახურზე უარი ვთქვი და ჩემი განცხადებით წამოვედი, მართალია ამას მიშა არ გააკეთებს და რაც ყველაზე სამწუხაროა ტრაგიკულად დაასრულებს თავის კარიერას, რაც ჩემთვის ქრისტიანი ადამიანისთვის ყველაზე ტრაგიკულია, რადგანაც მე აღარ შემეძლება საქმის გამოსწორება.
ბადრი ეს წერილი ვფიქრობ ჯობია შენი თანამშრომლებისათვის, შენამდე მოიტანონ და დაკვირვებით გაეცნო და დამეხმარო, რათა საშვალება მქონდეს მეც დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ქვეყანა, რადგანაც მკვდრის ადგომით საქმე აღარ გამოსწორდება. არჩევნებამდე ჩემი ჩუმად ყოფნა დააზარალებს ბევრ ოპოზიციურ პარტიებს, ამით ისარგებლებს მიხეილ სააკაშვილი და გამარჯვება მისი უპირატესობით დამთავრდება. რაც ოქრუაშვილის პარტიის თანამშრომლებივით თქვენი პარტიის ლიდერები ციხეში აღმოჩნდებიან და იქ კი ბევრი დრო ექნებად ჩემი წერილები იკითხონ და ანალიზი გააკეთონ ვინ არის შალვა ცერცვაძე, თუმცა მათი გონზე მოსვლა გვიანი იქნება, ამიტომ ჩემი თხოვნაა ტელევიზიის და პრესის საშვალებით მივმართო საქართველოს მოსახლეობას და გამოვაფხიზლო კიდევ ერთხელ, რომ არ დაუშვან შეცდომა და ხმა არ მისცენ ადამიანს რომელმაც ისინი ამ დღეში ჩაყარა.
ვფიქრობ ამ წერილს რეაგირების გარეშე არ დატოვებთ, დროულად და დადებითად გადაწყვიტავთ ამ საკითხს, გადაარჩენთ თქვენ თავსაც და საქართველოსაც.


შალვა ცერცვაძე

No comments:

Post a Comment