20.12.09

ლევან გაჩეჩილაძეს

ლევან ყველა პოპულარობა დროებითია, ამიტომ ჩემი რჩევაა, ნუ მოგეცემა სიამაყის გრძნობა და ხალხს დაუჯერე, რომ შენს მიმართ ხალხის თანადგომა დიდხანს გაგრძელდეს, რადგანაც ისტორია ქმნის ადამიანებს პოპულარულს და ისტორია ყოველთვის მკაცრია თავისი შეფასებებით, ამიტომ ნუ გაგიკვირდება დღეს თუ საზოგადოების დიდი ნაწილი შენს გვერდითაა, ის საზოგადოება თუ მის გულის თქმას არ აყევი, არ დაუჯერე, ისინი ყველა ზურგს გაგცევენ და ერთ დროს პოპულარული პირი საზოგადოებისათვის მიუღებელი გახდები, რადგანაც ხალხი ბრძენია და ჭკვიანი გუნდი თუ არ შექმენი ხალხი არ გამოგყვება და შენი პოპულიზმი დროებითი იქნება. Mმე პირადად გირჩევ დროულად გაერკვე სიტუაციებში და დროულად გადადგა ის ნაბიჯები, რომელიც საღად მოაზროვნე საზოგადოების დიდ ნაწილს უნდა, დიდხანს აქციების გაწელვა ჯერ ერთი დიდ ხარჯებს მოითხოვს, მეორეც ხალხი გადაიღლება და რაოდენობაც შემცირდება. ამით დაკარგავ შენ მომხრეებს და საზოგადოება დაიწყებს ახალი ლიდერის ძებნას, რომელიც შეიძლება ძნელად გამოინახოს და ადამიანებიც შეიძლება შეეგუონ დღევანდელ მდგომარეობას. Aაქედან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი გაიმაგრებს თავის პოზიციებს, ყველა ლიდერზე ტალახის სროლას მოინდომებს და ხალხსაც გაუჭირდება ლიდერის შერჩევა და კიდევ ხუთი წლით დამონებილი იქნება საქართველოს საღად მოაზროვნე ადამიანები, ამას ბევრი ვერ შეეგუება და ბევრი დატოვებს საქართველოს. ამიტომ ჩემი თხოვნაა, მომეცი საშვალება აქციის დროს გამოვიდე საზოგადოების წინაშე და ჩემი მოსაზრება საზოგადოების დიდ ნაწილს მივაწოდო.


შალვა ცერცვაძე

No comments:

Post a Comment