20.12.09

გთხოვთ ეს ნაწერი თარგმნოთ ყველა ენაზე, თქვენ ვებ გვერდზე მოათავსოთ და გააცნოთ ყველა ქრისტიანს, რომელსაც სურვილი ექნება ჩემი გაცნობის.
მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ
მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით
მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ
მე ვარ მოძღვარი თქვენ კი არ მისმენთ
მე ვარ ერთგული მეგობარი თქვენ კი არ გიყვარვათ
მე ვარ უფალი თქვენ კი არ მემორჩილებით
მე ვარ ღმერთი თქვენი თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამი
და თუ თქვენ არ ახართ ბედნიერი ნუ დამადანაშაულებთ მე
ეს წიგნი ჩემი სულის ნაწილია ჩემი ნაფიქრალისა და გააზრებულის ნაწილი. იგი ჩვენმა დღევანდელობამ დამაწერინა, ქართველი კაცის სოციალურმა ეკონომიურმა სულიერმა გასაჭირმა
იქნებ ჩემი ნაფიქრალი ჩასწვდეს სხვათა და სხვათა სულებს, იქნებ გაუმრავლდეს საქართველოს მოამაგე და ამაგდარი ხალხი იქნებ ვინმემ საჭიროდ სცნოს ჩემს გვერდით დოგმა, იქნებ ვინმეს გაეღვიძოს სურვილი ქვეყანაზე ფიქრისა.
ქ. გორი ისტორიული ქალაქია საქართველოში შემაერთებელი ყველა კუთხისა გორიდან წასული ყველა ქართველი თავის გზას ყოველთვის პოულობს სხვა მხარეში მაგრამ მე იმ კატეგორიას არ მივეკუთნები რომლებმაც დატოვეს საქართველო ეკონომიური კრიზისი ყოველთვის დამიძლევია ხალხის დახმარებით, მიბრძოლია ხალხის გვერდით მიბრძოლია რომ სხვასაც დავხმარებოდი ეკონომიურად გაძლიერებაში ეს კი ცოტა რთული საქმეა ადამიანები თვითონვე უნდა იბრძოდნენ რომ ეკონომიურად ძლიერად გამოიყურებოდნენ მაგრამ დღეისათვის დავისახე მიზნათ რომ ქვეყნისათვის რაიმე გამეკეთებინა სამშობლოს სამსახურში ვყოფილიყავი და მებრძოლა ქვეყნის კეთილდღეობისათვის ეს კი ცოტა რთული საქმეა ამას ერთი კაცი ვერ გააკეთებს და მივმართავ ყველას ვინც ამ ბრძოლაში დამეხმარება რამე თუ ეს ერთი კაცის გადასაწყვეტი არ არის მივმართავ ყველას ვინც ამ ბრძოლის ველზე გამიყვანს და მეტყვის შენც გაქვს საშვალება რომ ამ ქვეყნის ცხოვრებაში შენი წვლილი შეიტანოო.
დღეს უკვე ძნელია დაუმტკიცო ადამიანს ვინა ხარ შენ რას წარმოადგენ რა ძალით გამოირჩევი სხვებისაგან მაგრამ მკითხველი მიხვდება აზრს ჩაუკვირდება და გაიგებს თუ რა მამოძრავებს რა ინტერესი მაქვს რა შემიძლია გავაკეთო ქვეყნისათვის და დასკვნებს თვითონ გამოიტანს რადგანაც ყოველ სიტყვას ყოველ წინადადებას დაკვირვებით უნდა წაკითხვა ამით მიხვდება რომ ღმერთი ჩვენთანაა და არასოდეს გაწირავს ქართველ ხალხს ყოველთვის მათ გვერდით იქნება და იბრძოლებს ცხოვრების გამოსწორებისათვის ხალხის დახმარებით. თუმცა დღევანდელ ხელისუფალნი ამ აზრზე არ არიან და სურვილიც არა აქვს მოსმენისა თუმცა სხვა გამოსავალი არცა აქვთ და მკითხველიც მიხვდება ამას.
ამ წიგნში მოცემული მაქვს ის წერილები და აზრი რომელიც ჩემ მიერ არის დაწერილი ან შეიძლება ითქვას ჩემზე არის დაწერილი.
პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ ის წერილი რომელიც საქართველოს პრეზიდენტს 2000 წლის 18 მარტს გადავეცი როდესაც იგი არჩევნების წინ იყო ჩამოსული ქ. გორში.





საქართველოს პრეზიდენტს
ბატონ ედუარდ შევარდნაძეს


ხშირად მასმედიის საშუალებით გადმოცემულია სტალინის, ჩვენი აზრით, არასწორი კრიტიკა, რაც გორელი ხალხის გაღიზიანებას იწვევს; მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, შვილებს, არა გვაქვს უფლება ვაკრიტიკოთ აწ გარდაცვლილი წინაპრები; ამას ღმერთი არ გვაპატიებს
ყველამ კარგად ვიცით, 10-15 წლის წინ, ოსი პიროვნებისთვის რომ გეთქვათ - შენ ოსი ხარო, - ძალზე იწყენდა და აუცილებლად განაცხადებდა: მე საქართველოში დავიბადე და ყოველთვის ქართველი ვიქნებიო. დღეს კი გორის რაიონის მოსახლეობა ოსი ეროვნების წარმომადგენლებში ეძებენ ახლობლებს, მეგობრებს, რადგან თავიანთი ავტომანქანა გააფორმონ ცხინვალში და ტექდათვალიერებაც იქ ჩაუტარონ. ექიმისა თუ წამლის საჭიროების შემთხვევაშიც ცხინვალში გარბიან, რათა იქ მკურნალობა უფრო იაფია;
წინა წლებთან შედარებით ცხოვრების დონე ამაღლდა და საზოგადოების დიდი ნაწილი წარმოებებს თუ ორგანიზაციებს იძენენ, მაგრამ გადასახადების გამო მუშა-ხელს ვერ ასაქმებენ. ამიტომ ჩვენი თხოვნაა, ერთი წლით მაინც, მოეხსნას გადასახადები იმ წარმოებებს და ორგანიზაციებს რომლებიც არ ფუნქციონირებენ. გადასახადი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე, რომლებიც ექვემდებარებიან დაბეგვრას. ამის შედეგად მივიღებთ იმას, რომ დასაქმდება ქართველი ხალხი, მიეცემათ ხელფასი, საზღვარგარეთიდან შეიძლება მოვიზიდოთ სპეციალისტები თავიანთი დანადგარებით და ტექნოლოგიებით; შეგვეძლება დავამზადოთ საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროდუქცია და გავიტანოთ მსოფლიო ბაზარზე; შეგვეძლება დავასაქმოთ როგორც ოსი, ასევე აფხაზი მოსახლეობა, რითაც შეიძლება კონფლიქტური სიტუაციებიც მოგვარდეს.
საქართველოში უნდა დაკანონდეს რაიონის გამგებლისა და ქალაქის მერების არჩევნები.
ჩვენი აზრით, ქალაქის მერისა და რაიონის გამგებლის არჩევისას მოსახლეობაში გაზეთის საშუალებით უნდა ჩატარდეს ტესტირება, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და ხალხმა გააკეთოს არჩევანი, ვინ იქნება რაიონის გამგებელი თუ ქალაქის მერი.
მე, როგორც მეფუტკრე კაცი, ხშირად მიხდება მთებში სიარული. მაგრამ, სამწუხაროდ, სოფლები, რომლებიც დასახლებული იყო, ამჟამად ნამოსახლარს წარმოადგენს, იქ დასახლებისა და მდიდარი მხარის გამოყენების სურვილი აღარავის გააჩნია. მთაში მოსახლეობის დასახლებით ჩვენ ხელს შევუწყობთ მეცხოველეობისა და მეფუტკრეობის განვითარებას. დღეს მეფუტკრეობის დარგი განვითარებას აღარ განიცდის. ქართულმა ფუტკარმა, რომელმაც 1971 წლის აგვისტოში, ქ. მოსკოვში XXII საერთაშორისო კონგრესზე მესამედ მოიპოვა მსოფლიო აღიარება და დაჯილდოვდა ოქროს მედლით, დღეს განადგურების გზაზეა. მამათა ეს დიდებული საქმიანობა შვილებმა აღარ გააგრძელეს.
ჩემი სურვილია, გორში და გორის რაიონში შევქმნათ მეფუტკრეობის საზოგადოება, რომელიც ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის განვითარებას. ამ ყოვლად სასარგებლო მწერს გადაშენება არ უწერია.

დღეს წარმოებები, რომლებიც საქართველოსი იყო დანგრეულია. იქ მომუშავე სპეციალისტები სხვადასხვა საქმიანობით ირჩენენ თავს, კომპლიქტური სიტუაციებიც მოუგვარებელია აფხაზეტსა და სამაჩაბლოში, ქალაქის გამგებლებიც მთავრობის ინტერესების მიხედვით ინიშნებიან.
ამის შემდეგ სტალინის კრიტიკა აღარ ყოფილა ტელევიზიის და პრესის საშვალებით.

მეორე წერილი საქართველოს პრეზიდენტს 2000წლის 2 მაისს მივწერე.

საქართველოს პრეზიდენტს
ბატონ ედუარდ შევარდნაძეს

ქ. გორში, ბაგრატიონის ქ; #68-ში
მცხოვრები შალვა ცერცვაძე
ყოველი თავისუფლება აჩრდილია, პრესის თავისუფლების გარეშე და მაქვს უფლება პასუხის არ გაცემის შემთხვევაში პრესის დახმარებით გამოვხატო ჩემი აზრი და დავეხმარო საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
მე არ ვაპირებ არც მთავრობის გაკრიტიკებას და არც ოპოზიციაში ყოფნას, მაგრამ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში რაიმე საქმიანობის წარმართვა ძალიან ძნელია. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია და აღარ იცის რა გააკეთოს. მთხოვეს გამეწია დახმარება იმ პედაგოგებისათვის, რომლებსაც სააგარაკე ნაკვეთები აქვთ გორის რაიონის სოფ. სკრის ტერიტორიაზე. ამ ადგილებზე 700 ნაკვეთი იყო განაწილებული. აქედან 120 ნაკვეთი პედაგოგებს ეკუთვნოდა, მაგრამ სამწუხაროდ 80 %-მა ამ ნაკვეთებს თავი მიანებეს, რადგან მოსავალს ვერ იღებდნენ და სოფლის მოსახლეობა პარავდა. ბრძოლა დამჭირდა მათ წინააღმდეგ, მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდი. ამჟამად გამოვნახე ადამიანები, რომლებიც იცხოვრებენ ამ სააგარაკე ადგილებზე, ექნებათ თავიანთი მეურნეობა და უდარაჯებენ პედაგოგების აგარაკებს. მაგრამ, სამწუხაროდ პედაგოგებს, ამ გაჭირვებულ ცხოვრებიდან გამომდინარე დარაჯის შენახვის საშუალება არ აქვთ. ეს სააგარაკე ნაკვეთები მდებარეობს მდინარე მტკვრის სანაპიროზე, სადაც ხშირად ბრაკონიერები დადიან და დინამიტებს აფეთქებენ. მეორე მხრივ ერტყმის ტყე, რაც უმოწყალოდ იჩეხება სოფლის მოსახლეობის მიერ. შეიძლება ეს პირები, რომლებიც ყურადღებას მიაქცევენ პედაგოგების სააგარაკე ბაღებს, გაფორმდებიან როგორც ეკოლოგიის ინსპექტორები ან მეტყევეებად და დაიცავენ როგორც ტყეს და მდინარეს, ასევე პედაგოგების სააგარაკე ადგილებს.
პედაგოგიური მუშაობის გარდა ვეწევი მეფუტკრეობას. სულ ახლახან ჩამოვაყალიბე მეფუტკრეობის საკონსულტაციო ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი თავად მე გახლავარ. კონსულტაციები უფასოა. ხოლო ყველა მსურველ დამწყებ მეფუტკრეს გავუწევ დახმარებას, გავუღრმავებ ცოდნას, გავუზიარებ გამოცდილებას, ამით გაიზრდება ნატურალური თაფლის წარმოება. ძლიერ კონკურენციას გავუწევ ფალსიფიცირებულ პროდუქციას, რათა გარკვეულწილად ხელს შევუწყობ ნატურალური თაფლის გაიაფებას.
გეგმაში მაქვს არენდით ავიღო 200-300 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მთიან ადგილზე და დავთესოთ თაფლის მომცემი მცენარეები. შევიძინოთ მანქანები ფუტკრის გადასაზიდად. გარკვეულმა პიროვნებებმა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შემომთავაზეს ამ კეთილი საქმის წამოწყების დაფინანსება და კომპიუტერულ ქსელში ინტერნეტში შეყვანა. ეს კი საშუალებას მოგვცემს მივიზიდოთ უცხოელი ინვესტორები, რაც ძალიან წაადგება დარგის განვითარებას. ეკონომიკის განვითარებისათვის ყველაზე კარგი საშუალებაა მოსახლეობის დასაქმება და პროდუქციის მაქსიმალური რაოდენობით გამოშვება. ამ ეტაპზე შემუშავებული მაქვს შემდეგი მეთოდი: შევქმნა მეფუტკრეობის კურსები, სადაც კურსებს გაივლიან ის პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ საქმიანობით. გამოცდების ჩაბარების შემდეგ უფასოდ დავურიგო ფუტკარი სკებით და ამის საფასური თაფლის სახით დავაბრუნებინო უკან. ეს უნდა ხდებოდეს სახელმწიფო დონეზე. ამით ჩვენ მივიღებთ ჭარბ პროდუქციას თაფლის სახით. თაფლის დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში და რეალიზაციის გართულების შემთხვევაში თაფლი შეიძლება გამოვიყენოთ არყის ღვინის და კანფეტის წარმოებაში. ასევე შეიძლება თვით ფუტკრის, ფუტკრის შხამის, სანთელის და დინდგელის რეალიზაცია. ამ მეთოდით, რომ ვაწარმოოთ ჭარბი პროდუქცია და თუ როგორ შემოვიტანოთ შხამქიმიკატები სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ნავთობი, ავტომანქანები და ტრაქტორები ნაკლები დანახარჯებით ეს შემდეგი თემაა.
თუ როგორ გავცეთ პენსიები და როგორ შევასრულოთ ბიუჯეტი ეს მარტივი საქმე არ არის. სახელმწიფო, სადაც წარმოება გაჩერებულია და დამოკიდებულია სავალუტო ფონდზე, ის ვერასოდეს შეასრულებს ბიუჯეტს და ვერ გასცემს პენსიებს, რადგანაც მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი ბაზარში კი არ უნდა იდგეს და ვაჭრობდეს იმპორტული და ხშირად უხარისხო საქონლით, არამედ წარმოებაში უნდა საქმიანობდეს და პროდუქციას ქმნიდეს, იღებდეს ხელფასს და იხდიდეს გადასახადს ბიუჯეტსა და საპენსიო ფონდში. რა თქმა უნდა საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილის დასაქმება საქართველოს რესპუბლიკის სამრეწველო პოტენციალის შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემაში კოოპერირების გარეშე. რაც მარტივად რომ ვთქვათ, გულისხმობს საქართველოსთვის საერთაშორისო ბაზარზე შესაბამისი ადგილის დაკავებას. ამის მისაღწევად კი უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ანალიზი, რომელიც გვიჩვენებს საქართველოს რა პროდუქცია შეუძლია აწარმოოს სხვა ქვეყნებზე იაფად, ხარისხიანად და გაყიდოს უფრო ძვირად, ვიდრე ამას სხვა ქვეყნები შესძლებენ. ამ მხრივ გათვლები ძალზედ მარტივია და ისინი უნდა გაკეთდეს ყოველი კონკრეტული პროდუქტის მიმართ, საქართველოს სოციალური ეკონომიკური კულტურის აღორძინების გზით. ამჯერად მე შევეხები გადამუშავებითი მრეწველობის ისეთ დარგს, როგორიც არის ხორბლის გადამუშავება, რამეთუ საქართველოში ეს დარგი განვითარებულია უმაღლეს დონეზე. ტექნოლოგიურად საწარმოოს სიმძლავრეების მაღალი დონით. ჩვენ შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ არა მარტო რესპუბლიკის მოთხოვნილება ფქვილსა და ქატოზე, არამედ ვაწარმოოთ ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც უზრუნველყოფს საქართველოში სავალუტო შემოსავლების ზრდას. განვიხილოთ კონკრეტულად დარგი და გამოვთვალოთ რა საბიუჯეტო შემოსავლების გაცემა შეუძლია რესპუბლიკისათვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაუთვლელი ეკონომიკური და საგარეო სავაჭრო პოლიტიკის გამო ეს დარგი გაჩერებულია და პრაქტიკულად განადგურების პირასაა მისული. თუ ჩავთვლით, რომ საქართველოში ცხოვრობს 4 მილიონი მოსახლეობა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ თითო კაცს სჭირდება დღეში 500 გრ პური. ე. ი. დღეში 2 მილიონი კგ პური. აქედან ნაწილი ცხვება საწარმოში, უდიდესი ნაწილი კი ცხვება ოჯახებში და არა მარტო სოფლად, არამედ ქალაქებშიც. 2 მილიონი პურის გამოსაცხობად საჭიროა 2 ათასი ტონა ფქვილი, რომლის საწარმოებლად საჭიროა 3 ათასი ტონა ხორბლის გადამუშავება. 1 ტონა ხორბლის გადამუშავება საქართველოში ღირს 40 ლარი. მარტო დღგ-ს სახით და მარტო გადამუშავებიდან და არა ფქვილის რეალიზაციიდან, რაც კიდევ დამატებითი თანხაა, საქართველოს ბიუჯეტში უნდა შევიდეს 8 ლარი. ეს გამრავლებული 3 ათას ტონაზე ტოლია 24 ათასი ლარისა. წელიწადში არის 366 დღე და წლიური დღგ-ს ხორბლის გადამუშავებიდან საქართველოში უნდა შეადგენდეს 8784000 ლარი. ახლა თუ ვიანგარიშებთ, რომ 1 ტომარა თეთრი ფქვილის მინიმალური ფასი არის 23 ლარი, მისი 20% კი შეადგენს 4,6 ლარს. მაშინ საქართველოში დღეში უნდა გაიყიდოს 40 ათასი ტომარა ფქვილი. მის დღგ-მ დღეში უნდა შეადგინოს 184 ათასი ლარი. წელიწადში თუ ვიანგარიშებთ 366 დღეს რამეთუ ადამიანის ყოველდღიური მოთხოვნილების პროდუქტს პური შეადგენს, რაც 67344000 ლარის ტოლია, ე.ი. 67344000 ლარს დამატებული 8784000 ტოლია 76128000 ლარისა. გარდა ამისა ბიუჯეტში უნდა შევიდეს გადასახადები საქართველოს ავტოგზის 1%, ეკოლოგიის 1%, სამეწარმეოს 1%, რაც კიდევ შეადგენს 10101600 ლარს. ე.ი. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს 86 მილიონ ლარს. გარდა ფქვილისა ხდება ქატოს რეალიზაცია. ქატოს მინიმალური ფასი არის 200 ლარი ტონაზე. მისი 20% დღგ შეადგენს 40 ლარს. საქართველოში 3 ათასი ტონა ხორბლის დღეში დაფქვის შემთხვევაში მიიღება ათასი ტონა ქატო. მისი რეალიზაციის შემთხვევაში ბიუჯეტში დღეში უნდა შევიდეს 40 ათასი ლარი დღგ-ს სახით.
წელიწადში ეს სულ შეადგენს 46000X366 ტოლია 18836000 ლარისა. სულ ფქვილისა და ქატოს რეალიზაციით საქართველოს ბიუჯეტში დღგ-ს სახით საგზაო, სამეწარმეო და ეკოლოგიური გადასახადების სახით უნდა მივიღოთ 16836000 დამატებული 86229000 ტოლია 103065000 ლარს. გარდა ამისა ბიუჯეტში წისქვილების მუშაობიდან უნდა შევიდეს საწარმოოს მოგების გადასახადი, რაც საბოლოო ჯამში შეადგენს გარკვეული რაოდენობის თანხას. დღეს კი საქართველოში საწისქვილე სიმძლავრეები გაჩერებულია ერთი მიზეზით: საქართველოს არ აქვს საშუალება აწარმოოს საკმარისი რაოდენობის ხორბალი. ხორბლის იმპორტის დაბეგვრა კი ხდება იმავე მეთოდით როგორც ფქვილის. ამიტომ იმპორტიორს ურჩევნია შემოიტანოს ფქვილი და არა ხორბალი. აქ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფქვილის Eშემოტანა საქართველოში ხდება ცხინვალის მხრიდან და თანაც კონტრაბანდის გზით, მაშინ გასაგებია, რომ ხორბლის გადასახადების ბიუჯეტში შესასვლელი თანხები იკარგება. აღნიშნული თანხები საქართველოს ფქვილის, ქატოს ბაზრის დაპყრობის გზით შედის იმ ქვეყნების ბიუჯეტში, რომლის კონტრაბანდული ფქვილის რეალიზებაც ხდება საქართველოში. ე.ი. უხეშად, რომ ვთქვათ ჩვენი ხელისუფლების მოუქნელობის გამო საქართველოს მოქალაქე იხდის ფქვილისა და ქატოს ბეგარას არა საქართველოს ბიუჯეტში, არამედ რუსეთისა და თურქეთის ბიუჯეტში.
რა უნდა გაკეთდეს, რომ ამუშავდეს საქართველოში დიდი სიმძლავრეების წისქვილები და საქართველოს ბიუჯეტმა მიიღოს ზემოთ აღნიშნული თანხები. მოიხსნას ხორბლის იმპორტზე ყველანაირი გადასახადი, გაიზარდოს 50% საბაჟოO გადასახადი ფქვილსა და ქატოზე. ფქვილსა და ქატოს კონტრაბანდასთან ბრძოლა გამოცხადდეს. იმედი მაქვს ჩემი გაანგარიშებები დაგაინტერესებთ, სასარგებლო იქნება თქვენთვის და მთლიანად საქართველოსათვის. ანალოგიური გაანგარიშებები შემიძლია გავაკეთო მრეწველობის ნებისმიერი დარგისათვის მათი პერსპექტივების შემთხვევაში, შრომის საერთაშორისო დანაწილებაში.
ვინმეს არ ეგონოს მე ამ გაანგარიშებას და საქმიანობას რაიმე თანამდებობის გულისთვის ვაკეთებ. მე მაქვს ჩემი გეგმები, რის განხორციელებასაც ვაპირებ ამ საქმიანობასთან ერთად. მინდა გამოვუშვა გაზეთი, რომელიც დახმარებას გაუწევს მთელ ქართველ მოსახლეობას, თუ როგორ განავითარონ სოფლის მეურნეობა, როგორ შეიქმნან ეკონომიურად ძლიერი გარემო და იცხოვრონ ისე, როგორც ქართველ კაცს შეეფერება. გაზეთი, რომელიც გააშუქებს ჩემს საქმიანობას და გაიგებს მსოფლიოში მცხოვრები ყველა ქართველი ხალხი. ეკონომიურად გაძლიერების შემთხვევაში სურვილი მაქვს ყველა პედაგოგს მივცე ისეთი ანაზღაურება, რომ დაინტერესებულნი იყვნენ თავიანთი საქმიანობით და აღზარდონ ზნეობრივად სპეტაკი, სულიერად ფაქიზი და ჯანსაღი თაობა. აგრეთვე, მაქვს უდიდესი სურვილი ავაგო ქ. გორში ეკლესია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგება და ილოცოს ყველა ქრისტიანმა, რომ საქართველო გადარჩეს დაღუპვისაგან და იყოს ქართველი და არა ამერიკელი, რაც ქართველი კაცის ოცნებაა. იყოს ძლიერი ამა ქვეყნისა და თუ გინდა იყო ძლიერი, უნდა იბრძოლო სხვათა სრულყოფისათვის. მეც ეს მიზანი მაქვს ცხოვრებაში. სხვათა კეთილდღეობა ყოველთვის მახარებს, რადგან ეკონომიურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრების განათლების დონე უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეკონომიურად სუსტ ქვეყანაში. ამიტომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ვიყოთ ძლიერნი ამა ქვეყნისა, რადგანაც ძალმომრეობა ბებია ქალია ძველი წყობილებისა, როცა ახლითაა ფეხმძიმედ. ხალხი უნდა აიძულო შეძრწუნდეს, რათა ჩაუნერგო შეუპოვრობა.
პატივისცემით შალვა ცერცვაძე
ამ წერილის შემდეგ იყო სატელევიზიო გადაცემები პურ-პროდუქტების მოხმარების და დარღვევების შესახებ რომელიც საქართველოში ხდება მაგრამ სოფლის ის აგარაკები რომლებიც პედაგოგ მასწავლებლებს ეკუთნოდა დანგრეული და განადგურებულია რადგანაც მთავრობა არასოდეს არ ზრუნავდა საზოგადოების კეთილდღეობაზე.

საქართველოს პრეზიდენტს

მართალია ცხოვრების დონე საგრძნობლად შეიცვალა. ამუშავდა წარმოება, ორგანიზაციები, მაგრამ ამ ტემპით მუშაობა და ხალხის დასაქმება ჩვენ კრიზისიდან ვერ გამოგვიყვანს. თუ ჩვენ შედარებას გავაკეთებთ გერმანიაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კრიზისიდან გამოსვლა და ცხოვრების მაღალი დონის მიღწევისათვის 15 წელი დასჭირდა. დღეს ეს ფორმულა ჩვენ არ გამოგვადგება რადგანაც თუ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყებთ განვითარებას ამ მიმართულებით, ამით ჩვენ იმდენ ვალებში ჩავარდებით, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად მართლა დიდი დრო დაგვჭირდება.
დღესდღეობით საჭიროა იმ მაღალი ტექნოლოგიების მანქანა-დანადგარები შემოვიტანოთ, რომ ჩვენთან წარმოებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. გაღარიბებულ სახელმწიფოში ყოველთვის კორუპცია იბატონებს, რადგანაც წარმოება ორგანიზაცია არ არის, რომ ხელფასის რაოდენობა იმდენი გასცეს, რომ ოჯახი საშუალო დონეზე მაინც არჩინოს. ის ინვესტიციები, რომლების საქართველოსთვის იქნება გამოყოფილი, ყოველთვის არამიზნობრივად შეიძლება დაიხარჯოს რადგანაც კონსტიტუციური კანონი შეიძლება ჩაითვალოს არასწორად და ის წარმატებები, რომელსაც ვთვლით შთამბეჭდავად მისაღები არ იქნება, რადგანაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სტოვებს საქართველოს საზღვრებს, და მიდის საზღვარგარეთ და იქ მცირე ანაზღაურებით ქმნის პროდუქციას, რომელსაც საზღვარგარეთის ქვეყნები ისევ ჩვენ გვაყიდიან. რომელ კონტრაბანდასთან შეგვიძლია ბრძოლა როდესაც ჩვენთან წარმოება არ მუშაობს, პროდუქცია არ იქმნება და ხალხი იძულებულია ყველანაირი ხერხით შემოიტანოს ესა თუ ის პროდუქცია და გაასაღოს საქართველოს ბაზრებზე. ამით ჩვენ ხელს შეუწყობთ საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკის განვითარებას და ჩვენთან ყოველგვარი ეკონომიური განვითარება არასოდეს არ განხორციელდება. იბატონებს `კორუპცია~, `მექრთამეობა~, `ქურდობა~, `ყაჩაღობა~ და ამით ჩვენ ვერც ერთს სფეროს ვერ შევებრძოლებით, რადგანაც ხალხი ყოველთვის ეცდება შეიქმნას საარსებო წყარო, რაიმე მეთოდით თავი ირჩინოს და ოჯახი გამოკვებოს. ამიტომ სახელმწიფო უნდა ეცადოს, აამუშაოს წარმოება, შექმნას საწარმოო ბაზები და ამით ხალხს მისცეს ეკონომიურად გაძლიერების საშუალება. ეკონომიურად ძლიერ სახელმწიფოში მცხოვრების კულტურის განვითარების და ურთიერთპატივისცემის დონე უფრო მაღალია, უფრო ძლიერად ეყვარება ქართველ ხალხს ერთმანეთი და აღარ ეცდება საზღვარგარეთის ქვეყნებში გაიქცეს სამუშაოდ და იქ შეიქმნას ეკონომიურად ძლიერი გარემო. იმუშაოს იქ დაბალ ანაზღაურებაზე და არჩინოს ოჯახი. სახლიდან მოწყვეტილი ადამიანი კი შეიძლება ეკონომიურად გაძლიერდეს, მაგრამ სულიერად ყოველთვის სუსტი იქნება, რადგანაც ფულის საშოვნელად წასული კაცი ყოველთვის ოჯახს საქართველოში ტოვებს და გაჭირვებული ქართველი ქალი, ყველაფერზე თანახმაა, რომ თავისი შვილები გამოკვებოს. ამით ვითარდება პროსტიტუცია, მოტყუება და ხალხი გაოგნებულ მდგომარეობაშია. არ იცის რა მოიმოქმედოს და ხდება საზოგადოების დიდი ნაწილის წასვლა საზღვარგარეთ და საქართველო მალე დარჩება ქართველების გარეშე და ამით ჩვენ წინ ვერ წავიწევით. ის ქართველები რომლებიც საქართველოში დარჩებიან ბრძოლის უნარს დაკარგავენ და რომელი ქვეყანაც ენდომება საქართველოს, ყველა ქვეყანაც დაიპყრობს და ეს გასაკვირი არც იქნება.
როდესაც ლაპარაკია ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზე, ამისათვის პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას თუ რა უნდა გავაკეთოთ ცხოვრებაში, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო ძლიერად გამოიყურებოდეს. 2000-2005 წლებში დაგეგმილი ბიუჯეტის შემოსავალი არ გაიზრდება თუ ეს ღონისძიებანი არ განხორციელდა. მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საჭიროა მრავალწლიანი კრედიტები, რომელიც ყველა მრეწველისათვის მიუღწეველია რადგან ყოველი კრედიტის უკან დიდი ბარიერებია. ხოლო თუ მეწარმეს არ შეეწყო ხელსაყრელი ხელი, ახალ სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნით და დასაქმებულ მოქალაქეებს ვერ მივცემთ კვალიფიკაციის შესატყვის ანაზღაურებას. მმართველობითი სტრუქტურები მაქსიმალური ეფექტიანობით უნდა ახორციელებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და მმართველობით სტრუქტურები უნდა იყვეს აზრიანი პირები.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვოს სამძებრო და ოპერატიული სამსახურები, პოლიციის ორგანოების რეფორმა კარგია, მაგრამ შეიძინო თანამედროვე ტექნიკა, აღჭურვო ეს სამსახურები, ჯერ თვით კადრების კონფლიკტაცია უნდა მოხდეს ისეთი მაღალი ცოდნით და გამოცდილებით როგორიც საზღვარგარეთის ქვეყნებშია. ამიტომ ყოველი ქალაქიდან და რაიონიდან უნდა გამოიყოს მცოდნე და გამოცდილი მუშაკები და გაიგზავნონ საზღვარგარეთ, რათა შეისწავლონ და დახვეწონ მათი მეთოდები. აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემების დასაძლევად დიდი დრო არ არის საჭირო, თუ კიდევ ამას 5 წლით გავაგრძელებთ ლტოლვილები საქართველოს, რუსეთის და საზღვარგარეთის ტერიტორიებზე გაიუმჯობესებენ ცხოვრების პირობებს და თავიანთ კერებში დაბრუნების სურვილი სრულებით გაუქრებათ რადგანაც ადამიანი სადაც უფრო უკეთ შეიქმნის ცხოვრების პირობებს იქ დასახლდება და ამით გაგვიჭირდება ლტოლვილტა უკან დაბრუნება. ჩვენ არასდროს არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული გაეროზე და ეუთოზე რადგანაც მათ ეს პრობლემა შეიძლება ითქვას დიდად არ აწუხებთ და მათი გადაწყვეტილების იმედზე მაინც და მაინც არ უნდა ვიყოთ. 9 ივნისს ტელევიზიით გადმოცემულ ალიონში იყო ერთ-ერთ მექუდეზე მიშა მეჩითოვზე. რომელსაც 3 ვაჟი ჰყავს. ხელობა ყველას ასწავლა მაგრამ არც ერთმა არ მოინდომა ამ საქმეზე მუშაობის გაგრძელება. როდესაც ამ გადაცემას ვუყურებდი გამახსენდა ის მექუდე, რომელმაც პროტესტის ნიშნად საქართველოს პრეზიდენტს გამწარებულმა იმის გამო, რომ მისი ეკონომიური მდგომარეობით, მისი ოჯახი დიდ გაჭირვებას განიცდიდა და თავის სარჩენად ქუდების კერვით, ოჯახს გაჭირვებით აცხოვრებდა, ქუდი ესროლა, ის კი ფსიქიკურად დაავადებულ და ტერორისტად გამოაცხადეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მოკვლას უპირებდა. ამ ქმედებით ხალხის სიყვარულს ვერასოდეს დაიმსახურებენ ადამიანები, რომლებსაც ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა აბარია.

როდესაც ეს პროგრამა დავწერე და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში მივიტანე კრიტიკულად შეხვდნენ ამ საკითხს და კობა იმედაშვილმა მოადგილეს დააწერა განსახილველად. თუმცა როგორც თქვენთვისაა ცნობილი ხედავთ როგორ ებრძვიან კორუფციას და როგორი მართველობითი სტრუქტურა გვყავს და როგორ ასრულებენ ბიუჯეტს.
ცხოვრების იმედი

როდესაც ადამიანი საფლავზე გადის ყოველთვის იგონებს ვისი გორისანი არიან ისინი. ვინ იყვნენ მისი მშობლები, რას აკეთებდნენ, რას საქმიანობდნენ, რა ვერ გააკეთეს ცხოვრებაში მისმა მშობლებმა და ყოველთვის ცდილობდნენ მათი საქმიანობის განხორციელებას ან ახალი კარიერის შექმნას თავიანთ ცხოვრებაში, რადგანაც ყოველი ადამიანი განუმეორებელი გენიაა თავისი შემოქმედებითიYიდეებით, ცოდნით, განათლებით და ყოველთვის ცდილობს თავის მშობელზე მეტი გააკეთოს. ეს ასეც უნდა იყოს `ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა~. ძლიერი მშობელი მომავალი თაობის გზის გამკვალავია, მანათობელი ცხოვრების გზისა. ის ყოველთვის ცდილობს თავის მომავალს ცხოვრების გზა, ხალხთან ურთიერთობა, მეგობრობა, თავგანწირვა ასწავლოს და ჰყავდეს ჯამრთელი, გულადი და მშობლების პატივისმცემელი ადამიანი, რომელიც სამშობლოს გამოადგება. წესიერი აღზრდა ესაა ჩვენი ბედნიერი სიბერე. ცუდი აღზრდა ჩვენი მომავალი მწუხარებაა, ჩვენი ცრემლები, ჩვენი დანაშაული სხვა ადამიანთა, მთელი ქვეყნის წინაშე. ამიტომ აღვზარდოთ მომავალი თაობა ისეთნი როგორიც იყვნენ შოთა რუსთაველი, თამარ მეფე, ვაჟა ფშაველა და სხვები და სხვები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგანაც ადამიანები ყოველთვის ქმნიდნენ ისტორიას და ეს ისტორია ყოველთვის ოქროს ასოებით ჩაიწერება ცხოვრების მატიანეში. როდესაც ისტორიულ წყაროებს ვკითხულობ, ვეცნობი მთელ ქართველ ხალხს თავისი შემოქმედებითი ძალებით, თავისი დიდი სიყვარულით, მეგობრობით, მლიქვნელობითა და მოტყუებით, რაც ჩვენში ყველაზე ძალიან გავრცელდა. ადამიანს როდესაც ცხოვრება უჭირს იგი ყოველგვარ სისაძაგლეზე თანახმაა, ერსაც გაყიდის ოღონდ თავისი საქმე დაიუმჯობესოს. როდესაც უცქერი ამ ხალხს სინანულით გული მტკივა, რადგანაც ერის გამყიდველ ადამიანს, როგორც ქართულ ფილმ `მონანიება~-შია, ისე წაუვა საქმე. თუ ცოცხალს ვერაფერს დააკლებენ, მკვდარზე იყრიან ჯავრს და ეს უნდა იცოდეს ყველა ქართველმა კაცმა და იბრძოლოს ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის, რადგანაც, როგორც ჩემთვისაა ცნობილი ქართული გენი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ჯერ კიდევ ქართველ კაცს არ აქვს გაცნობიერებული რა ძალის პატრონია და ამიტომ ჩემი ოცნებაა დავეხმარო ყველა შემოქმედ ადამიანს გავაღვიძო მასში მიძინებული ძალა და გამოვიყვანო ცხოვრების ასპარეზზე, რადგანაც იგი ყოველთვის პირველი იქნება სხვა ქვეყნებში და ეს ძალა არ უნდა დაუკარგოთ ჩვენ ერს. ქართველ კაცში არ უნდა ჩავკლათ სიამაყის გრძნობა და უნდა ვაბრძოლოთ, რომ თავისი შემოქმედებითი ძალა გამოიყენოს ცხოვრებაში. ქალებს ვერაფერი გაუგიათ დიდების მაძიებელი მამაკაცებისა. თუ განიზრახეს შორს წასვლა, მზად არიან კაცობრიობის გული დაამსხვრიონ, იმ ნამსხვრევებით თავიანთი გზა მოკირწლონ, რათა გამარჯვების ეტლით უფრო ლაღად იქროლონ.

რაა დიდკაცის კარიერა? პატარაობა,
მრავალ ღირსეულს რომ გაუსწრებს კაცუნა ავი,
სურს ყველამ ცნოს და აღიაროს არარაობა,
რომელსაც თვით ვერ შეუცნია თავისი თავი.
და თუ ცხოვრებამ ვერ გვასწავლა თავისი კვალი,
და თუ ვერ მივხვდით, რა ვაკეთოთ, ვმართოთ ქვეყანა,
მივენდოთ რჩევას ღმერთის, ხატის და ანგელოზის
და ჩვენ ვიქნებით ამა ქვეყნისა ძლიერნი ერთად.
ძლიერნი არის მმართველი ძალა ამა ქვეყნისა,
ეს სიძლიერე აქვს ყველა ქართველს თანდაყოლილი,
გაუხსნათ გზები ჩვენს ერს, ჩვენს ძალას, ძლიერსა ყოვლად,
ამით იქნება ჩვენი ცხოვრება დაფასებული.
ამით გვაღმერთებს ჩვენი ხალხი, ერი და ბერი,
ამით გავიხსნით მსოფლიოში წინსვლის გზას მუდამ,
და არ გეგონოთ ქართველი კაცი ივიწყებს ამაგს,
ის გამყიდველი რუსი, თათარი ჩვენ შორის მყოფი,
რომელიც ცდილობს საქართველოს დანგრევას ერთად.
არ მივცემთ ძალას და არ მოუსმენთ და არ წავყვებით,
და ჩვენ, ქართველნი, ყოველთვის შევქმნით ძალას ერთობის,
ქართველი ერი ყოველთვის იყო ძალა ქვეყნისა,
ნუ შევადარებთ, ჩვენ გენს, ჩვენ აზრს უცხოსა მუდამ.
მათი მეთოდით ნუ ვიცხოვრებთ ყოველთვის, მუდამ,
თვითონ ჩვენ შევქმნათ ცხოვრების სტილი, დაუშრეტელი,
და ნუ ვიქმებით სხვის იმედათ, სხვისა შემყურე,
ჩვენ შევქმნათ ჩვენი სილამაზის ცხოვრების კერა.
ვმართოთ ქვეყანა ყოველი კაცის საკეთილდღეოდ,
და ნუ გავაქცევთ ყოველ ქართველს ჩვენსა მიწიდან,
გამოვიყენოთ მიწის მადლი ამა ქვეყნისა.

როდესაც ამ წერილს ვწერდი შემთხვევით ჩემ ამხანაგ მეგობრებისგან შევიტყე ერთი მოფარიკავე კაცის ამბავი აფციაური ვალოდია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ყოფილა, ორგზის პრიზიორი და ამჟამად ქუვეითშია სამუშაოდ და ავარჯიშებს ქუვეითელ ახალგაზრდებს, რომელსაც შეუძლია ჩვენთან საქართველოში მოამზადოს ახალგაზრდა თაობა, ისე რომ ისინიც ოლიმპიური ჩემპიონები იყვნენ და ასახელონ ჩვენი საქართველო. ასევე კარგად ვიცი გორელი პატრიოტი კაცი, დიდი ბიზნესმენი მერაბ რატიშვილი, რომელიც თავისი შესაძლებლობის მიხედვით ეხმარება ქართველ ხალხს, თავის მეგობრებს, ახლობლებს, მაგრამ ერთი კაცის დახმარება ქართველ ხალხს კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. ასეთი პირები მე თვითონ ბევრი ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს ჩვენთანაც გამოსწორდება ეკონომიური მდგომარეობა და ყველა ქართველი დაუბრუნდება საკუთარ კერას.


თუ პური არა გვაქვს ძამია,
ჩვენ მაინც ვრჩებით ძმები ძმებად,
იმედი პურისებრ რამეა,
იმედის ჭამაც შეიძლება.

თუ ღვინო არა გვაქვს, ძამია,
ჩვენ მაინც ვრჩებით ძმები ძმებად,
Iმედი ღვინოსებრ რამეა,
Iმედის დალევაც შეიძლება._თუ ფული არა გაქვს ძამია,
ჩვენ მაინც ვრჩებით ძმები ძმებად,
იმედი ფულისებრ რამეა,
იმედით ყიდვაც შეიძლება.

თუ სატრფო არა გყავს ძამია,
ისიც იმედით შეიცვლება,
იმედი სატრფოსებრ რამეა,
იმედის შეყვარებაც შეიძლება.__
მაგრამ თუ არ გაქვს იმედი,
გუდა-ნაბადი აიკარი,
იხმე ნებისყოფა, იმედი და
ტყვია საფეთქელში დაიკარი.

ამიტომ მე ყოველთვის იმედს ვიტოვებ და მინდა ყველა ძლიერი ქართველი კაცის საქართველოში დაბრუნება, საქართველოს აყვავება და იმ სიყვარულის თესვა, რომელიც ქართველ კაცს გააჩნია, რომ თავიანთი კომერციული საქმიანობა საქართველოში გააგრძელოს. იყვეს ყოველი ქართველის გვერდით და ააყვავოს ჩვენი საქართველო, რადგანაც, როგორც ქართულ ფუტკარს არ უწერია გადაშენება და ამას მე თვითონ შევუწყობ ხელს. შევქმნი ჩემს რაიონში დიდ მეფუტკრეობის მეურნეობას, დავასაქმებ ქართველ ხალხს და გავაძლიერებ ეკონომიკურად, ვისაც სურვილი ექნება დოვლათის შექმნისა.

ბიზნეს გეგმა

როდესაც მეფუტკრეობაზე გვინდა საუბარი, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომელი თაფლის მომცემი მცენარეები უნდა გვქონდეს. სუფთა ტყე, რომელიც ზოგიერთი თაფლოვანი მცენარით არის დაკავებული, მეფუტკრეობისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგანაც შეკრული საფარველის ქვეშ ქვეტყე და ბალახი ძალიან ცუდად ვითარდება. ერთი რომელიმე ჯიშისაგან შემდგარი ტყე მეფუტკრეობისათვის გამოუსადეგარია, თხელი ტყის თაფლის გამოსავლიანობა შედარებით მაღალია, სუფთა ცაცხვის ტყე ხანმოკლე პერიოდში, 12-14 დღე, დიდი რაოდენობით იძლევა ნექტარს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში მცენარეთა მრავალხახეობაა, შეგვიძლია ანგარიში გავაკეთოთ შემდეგნაირად.

თაფლოვანი მცენარეების
დასახელება_თაფლი 1 ჰა-ზე
კმ-ით__თეთრი აკაცია
ფშატი
ძეძვი
ვაშლი
ნუში
უნაბი
ლაშქარა
ღიღილო
ყვითელი ორწლიანი ძიძო
ვარდისფერი სამყური
სალბი
კლდის დუმა
ფუჭფუჭა აღმოსავლური
მოცვი
კატაპიტნა
შავწამალა
ექსპარსეთი
თეთრი სამყურა
კლდის ვაშლა
იალღუნი_1000
80
25
35
25
200
70
90
170
145
340
100
110
150
160
300
115
70
80
230__
მეფუტკრეობის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მშრალ მდელოებს, რომელიც დაფარულია თეთრი და ვარდისფერი სამყურებით, ღიღილოს არომატულნექტრიანი ყვავილებით.
იმ ადგილებში, სადაც ნალექების ჯამი დიდია, ამასთან თიხნარი ნიადაგებია, სავარგულები ნაკლებად თაფლოვანია. აქ თეთრი სამყურა ხარობს, მაგრამ ნექტარს ნაკლებად გამოყოფს. დიდი რაოდენობით თაფლის მისაღებად შეიძლება თეთრი აკაციის ტყე გაშენდეს და მინდვრად ექსპარსეთი ან ზემოთ აღნიშნული რომელიმე კულტურა დავრგათ და გავაშენოთ. ამით ჩვენ მივიღებთ, როგორც თაფლს, ასევე ფუტკარსაც სწრაფად გავამრავლებთ, რამეთუ ფუტკრის გამრავლებით ჩვენ შეგვიძლია ფუტკრის რეალიზაციაც.
ფუტკარისაგან ვღებულობთ თაფლს, სანთელს, დინგელას, ასევე შეგვიძლია დავამზადოთ ფუტკრის შხამი, ყვავილის მტვერი.
თავდაპირველად გეგმაში მაქვს ტყის დამუშავება და თაფლის მომცემი მცენარეების დარგვა-გაშენება. ამასთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსებიც და შემოვიყვანოთ ანგორის თხებიც. მდინარეები და არხები გამოვიყენოთ კალმახის თევზის მოსამრავლებლად, ასევე შეიძლება მიკრო გესების გაკეთება, რაც ხელს შეუწყობს პატარა წარმოებას.
გავხსნა ფასიანი კურსები მეფუტკრეობის შესასწავლად, გარანტირებული სამუშაო ადგილით.
იაფად შევიძინო ფუტკრის პაკეტები და კურსების გავლის და შესწავლის შემდეგ ჩავაბარო იმ მეფუტკრეებს გარანტიით, რომ თაფლის ამოღებიდან 20% მისი იქნება მოვლის შემთხვევაში.
მეფუტკრეს ფუტკარი უნდა ჩავაბაროთ მისი საგარანტიო წესით, რომ მისი უყურადღებობით დაღუპვის შემთხვევაში აგოს პასუხი და ჩაგვაბაროს ნატურალური თაფლი, რაც შემოწმებული იქნება ლაბორატორიის მიერ.
თაფლის რეალიზაცია უნდა მოხდეს დაბალ ფასებში, რადგანაც ამით ჩვენ კონკურენციას გავუწევთ ყველა მეფუტკრეს და დავიპყრობთ ქართლის ყველა ბაზარს, სადაც ნატურალური თაფლის ფასი განისაზღვრება 8-10 ლარის ფარგლებში, ჩვენ უნდა ვეცადოთ დიდი რაოდენობით ვაწარმოოთ ნატურალური თაფლი. გავაკეთოთ დიდი რეკლამირება და გავყიდოთ იაფად 6-7 ლარის ფარგლებში. ამით ყველა მეფუტკრეს ვაიძულებთ იმუშაონ ჩვენს მეურნეობებში.
რეკლამირება უნდა მოხდეს წინასწარ, როგორც გაზეთისა და ჟურნალის, ასევე ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით.
უნდა გაიხსნას მეფუტკრეობის მაღაზია ყველა ქალაქში, სადაც შევძლებთ ლიტერატურის, თაფლის, სანთლის, წამლისა და ფიჭის რეალიზებას.
თაფლის დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში თაფლისგან შეგვიძლია დავამზადოთ ღვინო, არაყი და კანფეტიც და გავყიდოთ რუსეთის ან საზღვარგარეთის ქვეყნებში, სადაც დიდი მოთხოვნილება იქნება.

არსებულ ბუნებრივ რესურსებზე თუ ვიანგარიშებთ და განვსაზღვრავთ ახალქალაქის რაიონს, სადაც ალპური ზონაა, დღეში ფუტკარს 3-4 კგ თაფლი შემოაქვს და 10 დღის მანძილზე უკვე შეგვეძლება მივიღოთ 30-35 კგ თაფლის რაოდენობა. რაც ყოვლად გამართლებულია. მეფუტკრეობაში შესაძენი იქნება ინვენტარი, სკები, პაკეტები, ფიჭები, დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატი, ტრანსპორტი მთებში სასიარულოდ, შრომითი დანახარჯები, ნაკვეთის კულტივაცია.
თუ ვიანგარიშებთ მოგებას 1 კგ. ფასი 10 ლარია. ეს გამრავლებული 10ლX35კგ=350ლ.
ერთ სკაზე დანახარჯი პაკეტის შეძენაზე 50-60 ლარი. პრეპარატი 1 ლარი, ფიჭები 12 ლ, ტრანსპორტი 3 ლარი, შრომითი დანახარჯები 5 ლარი. სულ 70-80 ლარი. მოგება საშუალოდ 1 სკაზე 280 ლ.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გორის რ-ში თაფლის შემადგენლობა განისაზღვრება საუკეთესო მაჩვენებლებით, ფრუქტოზით, ინვერსიული შაქარი საქაროზა, გლუკოზა, ქსილოზა, მალტოზა, რამნოზა, გალაქტოზა, რაფინოზა, ლაქტოზა.
ამ ბიზნეს გეგმის პასუხად საქართველოს ტელევიზიაში იყო გადაცემა ერთ-ერთ კახელ გლეხ კაცზე რომელსაც მეგრული ჯიშის თხები ყავდა და სურვილს გამოთქვამდა ფუტკარიც შეეძინა მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვერ გაურკვევიათ რომ ანგოლის თხები და მეგრული დიდათ განსხვავდება ერთმანეთისგან და ქართლის ტერიტორიაზე მოწეული თაფლი დიდად განსხვავდება კახურისგან. კახურ თაფლში განსხვავებული არომატიც იგრძნობა.


ჩვენ გვყავს მასწავლებელი?

როდესაც მასწავლებელს ვიტყვით, გაგვახსენდება ჩვენი ბავშვობა. ვინ იყო ჩვენი პირველი მასწავლებელი, რა გვასწავლა, როგორი სითბო და სიყვარული გადმოგვცა იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრების გზა ყოველთვის ლამაზი ყოფილიყო, ყოველთვის გვეთქვა ჩვენი სიტყვა ცხოვრებაში და დაგველოცა პირველი მასწავლებელი, რომელმაც ანი-ბანი გვასწავლა. მასწავლებელი ეს სათუთი გრძნობაა. ბავშვის დაფაა, რომლის ცხოვრებაც იწერება ოქროს ასოებით.
მუდამ წყნარი და ხალისიანი ,
საყვარელი და თავაზიანი,
ბუნებრივი და თანაც ჭკვიანი.
ასეთი უნდა ადამიანი.

ნამდვილად ასეთი უნდა იყვეს მასწავლებელი. ასე აყვარებდეს თავს თავის მოწაფეებს, რადგანაც ყველა ბავშვი მასწავლებლის მეორე შვილია. ყველა მასწავლებელი ენთუზიაზმით უნდა ეპყრობოდეს ბავშვებს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ამას საშუალო სკოლის ყველა მასწავლებელზე. მასწავლებლების მეტი ნაწილი მართალია გამოირჩევა თავისი ცოდნით, განათლებით, თავს აყვარებს მომავალ თაობას და ასეთი მასწავლებელი, როდესაც აცხადებს სკოლიდან წასვლას ვაპირებო, ყველა ბავშვი თვალცრემლიანი აცილებს ასეთ მასწავლებელს და გული წყდება და ფიქრობს ვინ იქნება ჩვენი მასწავლებელი, რომელიც დაიკავებს მის ადგილს, რომელი შეგვაყვარებს ამ საგანსო და ფიქრებით აცილებენ ასეთ მასწავლებელს და გული წყდებათ, რომ ვერაფერს ახერხებენ მის დასაბრუნებლად.
ამას კი ვერ ვიტყვით ზოგიერთი სკოლის ყველა მასწავლებელზე, რომლებიც ყოველ დღე იმის ფიქრში, რა წაართვან იმ ბავშვებს, რომლებიც მის გარშემო ტრიალებენ. ყოველთვის ფიქრობს, რომ თავის კეთილდღეობა ბავშვების ხარჯზე გაიუმჯობესოს და ეკონომიური მდგომარეობა თუ სახელმწიფოდან არ იქნება დაკმაყოფილებული, ბავშვებიდან შეივსოს.
ასეთი მასწავლებლები მომავალ თაობას ვერ ასწავლიან, ვერ შეაყვარებენ თავს და სამწუხაროდ ყველა ბავშვი გაურბის ასეთ მასწავლებელს და სხვა სკოლაში გადადის იმისთვის, რომ მისი ცხოვრების გზა არ გამრუდდეს, ის ცოდნა, რომელიც ბავშვს აქვს წესივრად შეფასებული და აღიზარდონ მომავალი თაობა არა მექრთამეობაზე და ტყუილებზე შეჩვეულნი, არამედ თავისი ცოდნითა და განათლებით ნორმალურად შეფასებულნი. მართალია ასეთ მასწავლებელს ვერც დირექცია და ვერც განათლების განყოფილება ვერაფერს უშვება, რადგანაც იცის ასეთი მასწავლებელი ყველას ლაფში გასვრის, ისეთ რამეს აკადრებს, რომ თვითონაც არ ელოდნენ. და ასეთი მასწავლებლიდან ყველა შორს დგას. ითმენენ ბავშვებიც, იქნებ მასწავლებლებს გამოუსწორონ ეკონომიური მდგომარეობაო და ყოველი მასწავლებელი არ ფიქრობდეს ჩვენს გატყავებას ამ დუხჭირ ცხოვრებაშიო. მაგრამ გასაკვირია ის ფაქტი, თუ როდისმე ეშველება ამ საქმეს, თუ როდისმე იზრუნებენ ამ ბავშვების მდგომარეობაზე და იტყვიან რომ ჩვენზეც ზრუნავს მთავრობა, რომ გქონდეს უზრუნველი ბავშვობა, რადგანაც ყოველი ბავშვი ჩვენი ცხოვრების მომავალია და ამ გზაზე უნდა იაროს ყველამ, ვისაც საქართველოს წინსვლა უნდა და იცხოვროს, როგორც ქართველი კაცი.

ამ აზრით ვცოცხლობ, და მისითვე დავისუდრები
ქვეყნიერ სიბრძნეს არ ჰქონია აზრი სხვაგვარი,
ის არის ღირსი სიცოცხლის და თავისუფლების,
ვინც მათთვის სისხლის დასაღვრელად მუდამ მზად არი.
მომავალი თაობის აღზრდა , ეს ყველა ადამიანის ვალია თუმცა საქართველოში სწავლის დონე უფრო დაბლა დგას სხვა წლებთან შედარებით, რადგანაც პედაგოგების ხელფასი მიზერულ თანხებს წარმოადგენს.


შალვა ცერცვაძე


ვინა ვართ ჩვენ ადამიანები?
ჩვენ არა გვაქვს უფლება ვისარგებლოდ ბედნიერებით თუ თვითონვე მას არ ვთესავთ ისევე როგორც არ გვაქვს ნება ვისარგებლოთ სიმდიდღიტ, რაც არ დაგვიმსახურებია. მაგრამ ადამიანების მეტი ნაწილი დიდი სიმდიდრისათვის იღწვის ცხოვრებაში მაგრამ სამწუხაროდ არასოდეს არ ფიქრობს რა ვასარგებლო ჩემს მეგობარს, როგორ ამოვუდგე გვერდში, როგორ შევქმნა მისთვის ძლიერი კარიერა რადგანაც შიში ძლევს ფიქრი რწმენას უკარგავს ვაი თუ ჩემზე მეტი ცხოვრება დააგროვოსო. ფული არ ქმნის ადამიანობას ფოლმა შეიძლება კაცობაც კი დაკარგვინოს. ფოლის გულისთვის შეიძლება ყველაფერი ჩაიდინოს კაცმა და არ იფიქროს სხვის კეთილ დღეობაზე. სხვისი კეთილდღეობა კი ადვილი საქმე არ არის. ხშირად მიხდება ჩემს ნაცნობებთან რჩევის მიცემა თუ როგორ ვიცხოვროდ უკეთესად, მაგრამ სამწუხაროდ მოსმენა და გაკეთება არავის არ უნდა. მოგიყვებით ერთ-ერთ მაგალითს: ერთხელ ერთმა ამხანაგმა შემომჩივლა ქვეყნის ფული გადავიხადე რიტუალების შენობა შევიძინე და ხალხი აღარ მოდის საქორწილო ხელმოწერაზე რადგანაც ასეთი შენობა გორში უკვე ორი აშენდა. მე კი ასეთი რჩევა მივეცი: ნეფე-პატარძლისათვის გამოეშვა გაზეთი მცირე ტირაჟით, სადაც მათი სურათები იქნება ვინც ხელს მოაწერდა მის რიტუალების სახლში და მათი მომავალი გეგმები იქნებოდა აღწერილი. აგრეთვე შეიძლება ხელმოწერის პერიოდი ადგილობრივი ტელევიზიით გაშუქდეს, რაცყ ველა ახალგაზრდის ოცნებაა. ამით გაიზრდება ხელმოწერთა რიცხვი და ხალხიც კმაყოფილი იქნება და შენობის პატრონიც. რჩევები ბევრი მაქვს, მაგრამ წერილობით გადმოცემა შორს წამიყვანს.
მშიერი და შიშველი ჯარისკაცი არასოდეს იბრძოლებს
ამ გაჭირვებულ პერიოდში, Aთუ საწარმო-ორგანიზაციებმა არ იმუშავა და ხალხი დასაქმებული არ იქნა, ძალიან გაგვიჭირდება ჯარის შენახვა. ჯარი ბაზარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. არც ხალხის კისერზე თვითონ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს იმის საშუალება, ოფიცერიც დააკმაყოფილოს და ჯარის კაციც, საკვები იქნება, ჩასაცმელი თუ სხვა რამ, მშიერი და შიშველი ჯარისკაცი პატრიოტი არასოდეს იქნება. არასოდეს იბრძოლებს სამშობლოსათვის და არასოდეს იტყვის რომ მე სამშობლოსათვის თავს გავწირავო.
ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოში საწარმოები ავამუშაოთ ხალხი დავასაქმოთ, ეკონომიკურად გავაძლიეროთ ქვეყანა და ამის შემდეგ ჯარზეც ვიფიქროთ. ახლა რომ ვიძახით ჯარი უნდა გვყავდეს ათიათასობით და ასიათასობით, ეს ხომ არა რეალური იქნება, დღეს ძნელია კონკრეტულად განსაზღვრა იმისა, რამდენათასკაციანი ჯარი უნდა ვიყოლიოთ.
აბა, დააკვირდით, როგორ ხდება სამოქალაქო ცხოვრებაში: ვერ დამისახელებთ და ვერ მიჩვენებთ კაცს, რომელსაც თავისი ცოდნითა და გონებრივი განვითარებით მიეღწიოს თანამდებობისათვის, ქალაქის გამგებელი იქნება Aთუ მხარის გუბერნატორი, ყველა ვიღაცის ნათესავია ყველა ვიღაცის კაცია, ახლობელი და მეგობარია და ასეთი პირები ხელმძღვანელობენ რაიონს, ქალაქს... ჯარშიც ასეთი სიტუაციია, ისიც ხომ განუყოფელია სახელმწიფოსაგან... დღეს ქართველი კაცის გონება ერთ აზრს ემორჩილება... გადაიხადე ფული, მიიღე თანამდებობა და მერე ამოიგე ის ფული. აბა, სულელი ხომ არ არის, ფული გადაყაროს და იზარალოს...
მე თვითონ სამხედრო პირი ვიყავი, წლების მანძილზე ვიმუშავე სამხედრო კომისარიატში, შემდეგ სამხედრო ნაწილშიც ვიყავი და როცა შევხედე, არავითარი ანაზღაურება იყო და, ვერც ოჯახს შევინახავდი იმით, იძულებული გავხდი, თავი დამენებებინა სამხედრო სამსახურისათვის. წოდებით ზემდეგი ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, ფულს თუ არ მივაწვდიდი, ვერც მაიორი გავხდებოდი და ვერც გენერალი. ისე კი, ისტორიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული გორში და სამხედრო სასწავებელი ყოფილ ორჯონიკიძეში ექსტერნად. წოდება არ მოუციათ იმიტომ, რომ მე არ ვიყავი ისეთი პიროვნება თანამდებობისათვის ფული მეხადა. მყავდნენ ამხანაგები და მეგობრები, მაგრამ ახლა ციხეში სხედან იმიტომ, რომ იქურდეს და იყაჩაღეს, უწმინდური გზით მოიწადინეს ცხოვბრების მოწყობა, მე კი მუდამ ჩემი ადამიანობით ვიქმნიდი დოვლათს.
შალვა ცერცვაძე
ქ. გორი
ეს წერილი სახალხო გაზეთში დავწერე . ამ წერილის დაწერის შემდეგ მოხდა სამხედრო გადატრიალება სადაც ხელფასის დროულად მიღებას და პირობების გაუმჯობესებაზე იყო საუბარი.

მადლი ჰქენი
ადამიანი ორი მცნებაა. ადამიანები, რომლებიც თავიანთი თავისთვის იღწვიან თავიანთი ოჯახისათვის და იმ ვიწრო გარემოსთვის, სადაც ისინი ტრიალებენ და არიან, ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი ცოდნით განათლებით, ინტელექტუალური დონით და იმ ცხოვრებით ცხოვრობენ რომ სხვას სიკეთე გაუკეთონ, რადგანაც ადამიანები ვინც სიკეთეს თესავენ, ვინც ხალხისთვის ზრუნავენ, ყოველთვის ფიქრობენ მომავალი თაობისთვის, მათი მომავალი იყოს ძლიერი, გონიერი, ხალმის პატივისმცემელი.
სალოცავთან მისული ადამიანი ღმერთს ევედრება ცხოვრების გამოსწორების, თავის ოჯახის კეთილდღეობას და მის გარშემო მყოფებმა პატივი სცენ და დააფასონ იგი და არ ფიქრობს იმ ეკლესიის შეკეთება-შელამაზებას, სადაც იგი ლოცულობს. არ ფიქრობს იმ ადგილის დაფასებას და როდესაც ეს ეკლესია შენდება, ლამაზდება, ის პირვანდელი სახე უბრუნდება, იმასაც არ ფიქრობს, მუშა, რომელიც ამ საქმისათვის მუშაობს, დააპუროს, მოეფეროს, გვერდში ამოუდგეს და ამ საქმიანობაში მონაწილეობა მიღოს, ასეთი ადამიანი ღმერთს შესთხოვს მიშველე რამეო. მეც ხომ მაქვს უფლება ამ ქვეყანაზე ვიცხოვროო. ასეთი ადამიანები, რომლებსაც ღმერთი სწამთ და საქმით სტომაქის ამოვსებას ფიქრობენ, ცხოვრებას ვერ მოეწევიან. ის საქმე, რომელსაც ისინი ადგიან, დროებითია და ხვალ ზეგ შეიძლება შიმშილის ზღვარზე იდგნენ.
ჩვენ ერთნი ვიყავით ფიქრით და ოცნებით,
გული გულს აძლევდა იმედს,
იმედით ვცხოვრობდით, იმედით ვფიქრობდით,
იმედით ვიძლევით ძალებს.
იმედი მქონდა, რომ ხალხი გამიგებდა,
ცხოვრებას შევქმნიდი სავსეს,
ცხოვრებით ყოველთვის წინ წავიდოდით,
ქვეყანას ვარგებდით რამეს,
ქვეყანა ერთია, შენც უნდა იცხოვრო,
შენც უნდა ქმნიდე დოვლათს,
და შენ ცხოვრებას ის ძალა ექნება,
რა ძალაც არის ქვეყნად.
ქვეყნის ძალა კი ცოტა არ არის,
ძალა ყოველთვის თან გვდევს,
და ჩვენ ამ ძალით წინსვლასაც ვფიქრობთ,
ვაშენებთ ქვეყნის სახლებს.
და ჩვენ ამ სახლში ვიცხოვრებთ მუდამ,
მუდამ გვექნება ლხენა,
ვიწამოთ ერი, ვიწამოთ ღმერთი,
და ჩენ ვიქნებით ერთად.
როდესაც თქვენ საჭირო ხართ სამყაროში, ღმერთსაც სჭირდებით, მაშინ თქვენს არსებობას არ აქვს აზრი. ნუ იფიქრებთ, რომ ღმერთსაც არ სჭირდებოდეს შენი თავი. შენ რომ არ იყვე ადამიანო, ვიღა ადიდებს ღმერთს. ამიტომ, როგორც შენ სთხოვ ღმერთს, ღმერთო მიშველეო, შენც უნდა გაანძრიო ხელი და ღმერთის საამებლად აშენო ან შეაკეთო ეკლესიები.
არ მინდოდა ჩემი საქმიანობა გამეხმაურებინა, მერჩივნა ყოველთვის ჩრდილში ვყოფილიყავი და საქმე მეკეთებინა, მაგრამ ეს ისეთი საქმეა, ყველა ქართველი კაცის ვალია, ყველა ქართველი კაცი უნდა ამოვიდეს ამ სალოცავში და ერთი დღე მაინც იმუშაოს ღმერთის საამებლად, რადგანაც მე ჩემ თავს მივეცი პირობა, რომ ეს ეკლესია გამელესა, გამეკეთებინა, რის საშუალებაც მექნებოდა. ამით ღვთის ძალა მომეცემოდა და ხალხიც გვერდში დმიდგებოდა. ღვთის ძალა ექნება ყველა იმ პირს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობას მიიღებს. სურვილი მაქვს გავაკეთო გზები, გავალამაზო ეს კუთხე და ყველა ქართველი კაცისთვის იყოს საქეიფო ადგილი, სადაც ღმერთის სადიდებლად ყველას დიდი სურვილი აქვს აქ ამოსვლისა დ იმ პატარა შესაწირი ცხვრის ან მამლის სახით გაიღოს, რის საშუალებაც მას გააჩნია. ამიტომ მოვუწოდებ ყველა გორელ ხალხს ამოვიდეს ამ სალოცავში და მიიღოს მონაწილეობა ამ კეთილშობილურ საქმეში.
გმადლობთ, ბატონო შალვა!
გორელებისთვის ცნობილია, როგორი ხალხმრავლობით აღინიშნა 23 ნოემბერს გიორგობის დღე გორიჯვარში როგორც მთის წვერზე გადმომდგარი წმ. გიორგის ეკლესიასთან, ისე მის მეზობლად, ე.წ. `კაკლებთან~ არსებულ სალოცავთანაც მრავალი გორელი ავიდა როგორც ფეხით ისე მანქანებით. ამ სალოცავამდე მისასვლელი ორი გზაა, მაგრამ წლების მანძილზე ისინი არავის შეუკეთებია და მანქანებისათვის გამოუსადეგარი იყო
და აი, გამოჩნდა კაცი, რომელმაც ითავა ელექტროფიკაციის დასახლებიდან სალოცავის ნიშამდე არსებული გზის შეკეთება. ეს გახლავთ ბ-ნი შალვა ცერცვაძე. მისი მონდომებით და გარჯით შეკეთდა როგორც მისასვლელი გზა, ისე იქ არსებული ნიშიც. იქ მისული მლოცველები მადლიერებით იხსენებენ მის სახელს რაც მან სამართლიანად დაიმსახურა.
გიორგობის წინა დღეებში ჩვენი სკოლის უფროს კლასელებმა მწვანე ნერგებით შემოსეს ფერდობების მოშიშვლებული ადგილები, რაზეც იუწყებოდა `ყაყაჩოს წინა ნომერი. ამით კმაყოფილმა ბ-ნმა შალვამ სკოლას 100 ლარი გადასცა, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებთ.
თინა დემეტრაშვილი
გორის მე-9 სკოლის ორგანიზატორი.
მე-9 სკოლის დასაჩუქრებით სურვილი მქონდა სტიმული ყოფილიყო სხვა სკოლის მოსწავლეებისათვის რომ ამ ადგილზე ნარგავები ჩაერგოთ მაგრამ დღესდღეობით ის ადგილები იჩეხება და ნადგურდება.


ეკლესიის მშენებლობისათვის ბევრ თანამდებობის პირს ვთხოვე დამხმარებოდა და გვერდში დგომა გამოეხატა, მაგრამ ბევრი კრიტიკულად უდგებოდა ამ საკითხს ამის შემდეგ განთავისუფლებულნი იქნენ სამსახურიდან ის პირები რომლებსაც დახმარება შეეძლოთ გაეწიათ და უარი მითხრეს ბევრი ის პირი რომლებმაც უარი გამოხატა ეკლესიის მშენებლობისათის დამხმარებოდნენ ეკონომიური ზარალაი განიცადეს ამის შემდეგ მეუფე ვახტანგ ახვლედიანსაც უთხარი რომ წამოსულიყო და წირვა-ლოცვა ჩაეტარებინა ღვთის შობლის ეკლესიაში, მაგრამ მისი პასუხი ასეთი იყო ეკლესიის მშენებლობით შენ შენი სულის სახლს აკეთებო და ეს ჩემი საქმე არ არისო. მეუფე ვახტანგიც გაძევებული იქნა გორის ეკლესიდან მრევლის მიერ.
2001 წლის 6 მაის სურვილი მქონდა ჩემი ნააზრევი ტელევიზიით გადამეცა სადაც გამოვაკარი ასეთი განცხადება ღვთის შობლის ნიშთან მოხდება ქრისტეს გამოჩენა. მაგრამ გადაღება მოხდა წმინდა გიორგის ეკლესიასთან იოსებ მღვდლის რომელიც უარყოფდა ქრისტეს მოსვლას დედამიწაზე იგი ამჟამად ფეხმოტეხილი სახლში წევს. ეს წერილები რუსთავი 2-ში მივიტანე და მინდოდა გამოსვლა ეთერში მაგრამ უარი მითხრეს და ამის შემდეგ მოხდა ტელევიზიის დროებით დახურვა უშიშროების მიერ ნოემბრის თვეში გამოსვლების შესახებ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდში ვაფრთხილებდი მაგრამ ყურად არავინ იღო . დასკვნები თქვენთვის მომინდვია პატ. მკითხველნო




მეშინია, რომ არ მენდონ
თბილისში 31 იანვარს დაფიქსირებული მიწისძვრის პროგნოზი `კვირის პალიტრის~ რედაქციას თბილისელმა გურამ ალოევმა ერთი კვირით ადრე ტელეფონით აცნობა. მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ სიზმრებს ვხედავო, - გვითხრა. ორიოდე დღის წინ გურამ ალოევი კვლავ შეგვეხმიანა:
- ბავშობიდან მესიზმრება მიწისძვრები, ავტო და ავია კატასტროფები, ტერორისტული აქტები, მაგრამ 1988 წლამდე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ დავფიქრდი. ყველას ვუყვები ჩემი სიზმრების შესახერბ, ხალხს ვაფრთხილებ, ვცდილობ, ჩემს სიმართლეში დავარწმუნო, თორემ ექსტრემალურ სიტუაციაში მათი უნდობლობა შეიძლება საბედისწერო გამოდგეს.
- როგორ ხედავ სიზმრებს, ვინ გამცნობს უბედური შემთხვევების დროსა და ადგილს?
- პირველი შემთხვევაა, როცა მოსალოდნელი მიწისძვრის დრო და რიცხვი ზუსტათ მაცნობეს. აქამდე ჩემი პროგნოზი ოცდაერთი დღის შემდეგ სრულდებოდა ხოლმე და მეც დაახლოებით თარიღს ვამბობდი ხალხში. ვხედავ მოსალოდნელი კატასტროფის მასშტაბებს და გეოგრაფიულ ადგილს, მაგრამ იმის გამო, რომ არ ვიცნობ მსოფლიოს ყველა კუთხეს, ზუსტათ არ შემიძლია ნგანვსაზღრო, სად, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს კატასტროფა ან ბუნებრივი კატაკლიზმები. თუმცა სიზმარში ნანახი ადგილების დახატვა ან სურათზე ამოცნობა შემიძლია.
- თბილისში მომხდარი მიოწისძვრის ალბათობა როგორ განსაზღვრეთ?
- სიზმარში საქართველოს ყველა კუთხეს ვცნოფ. თბილიში მოსალოდნელი კატასტროფის დროს მესიზმრება ჩემი სახლი, რომელიც თუ უბრალოდ რყევას იწყებს მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყვება, თუ დაინგრა, სტიქიას დიდი მსხვერპლი მოჰყვება.
- თქვენი წინასწარ მეტყველების შესახებ შესაბამისი ორგანიზაციებისათვის რომ გეცნობებინათ, არ გიცდიათ?
- აღარ მახსოვს, რომელი წელი იყო. მატარებელი გადავარდა ლიანდაგიდან. ეს ამბავი ორი კვირით ადრე დამესიზმრა. ქალაქის პროკურატურა გავაფრთხილე. ზუსტათ დავუსახე შემთხვევის ადგილი და დრო, მაგრამ არავინ მისმინა.
- რაიმე უბედურება ხომ არ გველის?
- თუ მსგავსი რამ დამესიზმრება, შეგატყობინებთ. მთავარია, ხალხმა დამიჯეროს. მხოლოდ იმისი მეშინია, რომ არ დამიჯერებენ. არა და პურს მე არ ვთხოვ არავის, ფულს და ქონებას. ეშმაკი სასუნთქ სისტემას მიკეტავს, რათა ღამით არ დამეძინოს და სიზმარი არ ვნახო. ღმერთმა მითხრა, რომ სანამ ადამიანი ეშმაკს არ გაანადგურებს, მანამ შეეცდება ავი სული, ყველანაირად შეაფერხოს, რათა ვერავის დავეხმარო. არავის სჯერავს ჩემი, როცა ვამბობ, რომ ღმერთიც ვიხილე და ეშმაკიც.
- ესეც დაგესიზმრა?
- არა, ჩემი თვალით ვნახე ცაზე ღმერთის სახე. ცხრა მთვარე რომ გააერთიანო, ცალი თვალი იმხელა ჰქონდა. ესეც 1988 წელს, ზაფხულში მოხდა. ცას ავხედე და დავინახე.
- რატომ გონია, რომ ღმერთს ხედავ და არა სხვა მაცდუნებელ ძალას?
- რას გულისხმობ, ეშმაკს? არა, იგი საშინელი გარეგნობისაა, ღმერთს კი ადამიანის სახე აქვს.
- ქრისტეზე საუბრობ?
- არა, მასზე, ვინც ადამი და ევა შექმნა, ვინც ადამიანებს სამოთხიდან გამოდევნისას დადებულ სასჯელს ეშმაკის განადგურებით ახსნის. ღმერთმა მითხრა, რომ მისი ნებით, ადამიანი გადაარჩენს მსოფლიოს. ციდან ნურავის ნუ ელითო,
-გამაფრთხილა. მე არცერთ სარწმუნოებას არ ვაღიარებ, ვთხოვე ღმერთს, რამე ნიშანი მოეცა ჩემთვის, მაგრამ არაფერი მირჩია. ერთი კი ვიცი დამინდა გითხრათ: საქართველოს კარგი ბედი ელის, ხშირად მესიზმრება ჩვენს ქვეყანაზე სიზმრები და მესმის გაფრთხილება-ელოდე, დრო მოვა. ეს ხმა ქვეყნებზე არ მემართება. ზუსტათ არ ვიცი რას ნიშნავს. მიწისძვრის წინ უნებლიეთ, რამდენიმე საათით ადრე, რომ გადავრჩე და სხვებსაცფ უშველო.
გურამ ალოევი გდანში ცხოვრობს დედასთან ერთად. თურმე ორივე ფილტვი დაავადებული აქვს და მისი თქმით, ყოველგვარი წამლისა და კურნალობის გარეშე ღვთის ნებით ცოცხლობს. იქნებ მართლაც ღმერთის ნებაა მისი არსებობა, თუ არა და მაშინ რას უნდა მივაწეროთ ჩვენ თვალწინ ახდენილი სასწაული?
ეკა ლომიძე
სამწუხაროდ გურამ ალოევს მე არ ვიცნობ რომელიც გაზეთ კვირის პალიტრაში აღწერდა ქრისტეს მოსვლას.



დღეს საქართველოს საზოგადოებაში ერთი აზრი ტრიალებს მოვა ქრისტე ღმერთი და საქრთველო აყვავდება, საქართველოს ექნება საშუალება მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ყურადღება მიაქციოს და ამ გაჭირვებული მდგომარეობიდან გამოვიდეს ქვეყანა. აღარ გვქონდეს დაძაბული სიტუაცია აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან. აღარ გარბოდეს ქართველი კაცი საქართველოდან და ყველა შემოქმედი ადამიანი დაბრუნდეს საქართველოში თავისი საქმიანი მოღვაწეობა გააგრძელოს საქართველოში, იყვეს თავის მეგობრებში, ახლობლებში და იბრძოლოს ქვეყნის კეთილდგეობისათვის. აშენდეს წარმოება, ორგანიზაციები და დასაქმდეს ქართველი ხალხით, თუმცა ქრისტეს რჩევას ყურად არავინ იღრებს, არავის არ აქვს სურვილი ვინმემ გაღმერთებული ადამიანის რჩევა გაითავისოს და იყვეს ადამიანი იმ მადამიანთაშორის რომლებიც ქვეყნის კეთილდგეობისთვის იბრძვიან. ასეთ ადამიანს ყოველტვის ხელს ვკრავთ, მასხრად ავიგდებტ, რადგანაც მისი მოქმედება სხვა ადამიანებისაგან არაფრით განსხვავდება. თუმცა ის ადამიანები რომლებმაც კრიტიკულად მიიღეს ჩემი მოსაზრებები ყველა დასჯილი იქნა ღმერთის მიერ. ერთ დროს პოპულარული პიროვნებები საზოგადოების მხრიდან ინტერესს კარგავდა და ვერ გრძნობდნენ ჩემს ძალას. მაგალითები ბევრი შემიძლია მოგიყვანოთ. ჩამოვთვალოთ ის ადამიანები, რომლებიც კრიტიკლად შეხვდნენ ჩემს თხოვნას. მკითხველს არ ეგონოს მათი დასჯა ჩემში სიხარულს იწვევდა, მე ყოველთვის გულისტკივილით გამოვხატავდი მათ წარუმატებლობას. მინდა შევახსენო ინგა გრიგოლიას , როდის გაანთავისუფლეს ტელეწამყვანობიდან, შალვა ნათელაშვილმა როდის დაკარგა ავტომანქანა, როდის წამოვიდა გიორგი თარგამაძე აღორძინებიდან, როდის ესროლეს რუსთავი2-ის შენობას. მე ბევრი მაგალითების ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ არ მინდა გული ვატკინო იმ ადამიანებს, რომლებმაც თავის დროზე ვერ განსაზღვრეს ვისთვის როგორ მიემართათ, ისინი ხომ თავიანთი წარმატებებით ამაყობდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ როგორ მოქცეოდნენ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც მათტვის დიდ რირებულებას არ წარმოადგენდნენ. იქნებ დროა შევატყობინოთ მთელ ქრისტიანულ სამყაროს, რომ ქრისტე ღმერთი ჩვენთანაა, საქართველოში და ამით იამაყოს ქართველმა ხალხმა, იქნებ დროა ქრისტე ღმერთი წარსდგეს ხალხის წინაშე და გამოხატოს თავისი მოსაზრებები ქვეყნის მოწყობისა












ჭე ასკ ტო აცქუაინტ ტჰე Gეორგიანს ანდ
Gეორგიან ჟეწს ლივნგ ინ UშA ანდ ცოუნტრიეს
ოფ Eუროპე წიტჰ მინე ბყ ტჰე მანუსცრიპტ


Просим ознакомить Грузинов и
Грузинских Евреев, живущих в США и
странах Европи с моим рукописью



ცერცვაძე შალვა

No comments:

Post a Comment