8.12.09

თხოვნა საქართველოს მოსახლეობისა ბ-ნ ბიძინა ივანიშვილთან

ხელისუფლების ცვლამ შედეგი არ გამოიღო. არასწორმა პოლიტიკამ მეწარმეები გააქცია საქართველოდან. ხელისუფლებაში დაბალი დონის კადრების შერჩევამ გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა. არასწორმა პოლიტიკამ გაამწვავა კონფლიქტური მდგომარეობა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის მიერ აშენებული უნიკალური შენობები იყიდება ხელისუფლების მიერ, რაც მოსახლეობის ძარცვის ნათელი დადასტურებაა. სპეციალურად შექმნილმა არასწორმა კანონმდებლობამ თითოეული ადამიანის გაღარიბება გამოიწვია. მოსახლეობის მოთხოვნები ხელისუფლებისთვის მიუღებელია, რადგანაც ისინი ასრულებენ არა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, არამედ იმ პირებისა, რომლებიც მათ აფინანსებენ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი უცხო ქვეყნების სპეცაგენტებად მოგვევლინება. ამიტომ დროა შეიცვალოს ხელისუფლება და ვთხოვოთ ბინიძა ივანიშვილს, მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, რათა მისი გამჭრიახობა, შემოქმედებითი საქმიანობა დიდად წაადგება საქართველოს მოსახლეობას. ეს თხოვნა უნდა იყოს არა ერთეული ადამიანებისა, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობისა. ვფიქრობთ, წინააღმდეგი არავინ არ იქნება, რომ ეს საკითხი დავაყენოთ წინა პლანზე და თქვენი დახმარებითა და თანადგომით შევაგროვო ხელმოწერები. შემდეგ ეს თხოვნა გადავცე ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, ჩაერთოს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და გვქონდეს იმედი თითოეული ადამიანის დასაქმებისა საქართველოში, გვქონდეს იმედი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურად გაძლიერებისა. ჩვენ კარგად ვიცით, მისი ქველმოქმედებისა და საქმიანობის შესახებ და ჩვენ არა გვაქვს უფლება დავუკარგოთ ადამიანს ის დიდი ღვაწლი, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა საქართველოს მოსახლეობისათვის. მართალია, ბ-ნ ბიძინა ყოველგვარი რეკლამირების გარეშე წარმართავდა თავის საქმიანობას, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები იბრალებენ _ ჩვენ გავაკეთეთ ეს ყველაფერიო. ჩვენ არა გვაქვს უფლება დადებითად არ შევაფასოთ მისი საქმიანობა. ზოგი იტყვის, ბიძინა პოლიტიკურ საქმიანობაში არ ჩაერევაო, მაგრამ ეს სიტყვები ხელისუფლების აგენტების მიერ იქნება გაჟღერებული და ნუ წამოვეგებით მათ ანკესებს. ნუ მოვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ. ნუ ვიქნებით დაუნახავნი და პატივი ვცეთ ადამიანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის ზრუნავს. პატივი ვცეთ ბიძინა ივანიშვილის შემოქმედებით საქმიანობას.
გამოხატეთ კეთილი ნება ხელმოწერების შეგროვებაში, რათა ვიფიქროთ, ერმა გაიღვიძა, საქართველომ მიიღო ღვთის სიტყვა.

No comments:

Post a Comment