20.12.09

დღევანდელმა დუხჭირმა ცხოვრებამ მოსახლეობის დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ასე დამცირე-ბა, შეურაწყოფა, სულიერად განადგურება და ძარცვა არც ერთ დროში არ ყოფილა. მართალია ამას საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოთმინე-ბით გამოთქვავენ უკმაყოფილების გრძნობას, მაგრამ ეს არ ეძლევა იმის იმედს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შეცვლიან თავიანთ მიმარ-თულებას და იბრძოლებენ მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ. მათი აზრი მიმართულია საქართველოს მოსახლეობის ეკონომიურად გაღარიბებისაკენ. მათ არ აქვთ უნარი დაადგნენ სწორ პოლიტიკურ გზას, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ამ კრიზისული მდგომარეობიდან. მათი ასეთი ქმედე-ბა იწვევს თვითოეული ადამიანის გაღარიბებას, ამიტომ ჩვენი მიზანია არა ლოდინი ვინ შეძლებს ლიდერობას და ამ კრიზისიდან გამოყვანას, არამედ თვითოეულ ადამიანს უნდა გაუჩნდეს სურვილი საქმის გამოსწორებისა. თვითოეული ადამიანი უნდა იღწოდეს ამისთვის და ეძებოს ადამიანები, რომლებიც გამოგვიყვანს ამ კრიზისული მდგომარეო-ბიდან. Dდიახ ეს ადამიანები ჩვენ გვერდზე არიან, ჩვენ კარგად ვიცნობთ მათ, მაგრამ ჩვენი ამაყი ბუნებიდან გამომდინარე არ ვაღიარებ. მათ ცოდნას და გამოცდილებას არ ვიმდაბლებთ თავს, რომ ვთხოვოთ ამ ადამიანებს წარუძღვეს ჩვენი ცხოვრების გზასნათელი მოჰფინონ ჩვენს მომავალ ცხოვრებას, მოგვცენ საშვალება ჩვენი ძალების რეალიზაცია მოვახდინოთ, რათა საშვალება შეგვექმნას ვიბრძოლოთ უკეთესი ცხოვრებისაკენ, ნუ ვიფიქრებთ ამას ჩვენს მაგივრად სხვა გააკეთებს, ნუ ვიქნებით სხვის იმედად, ნუ მოვთხოვთ ადამიანებს ფულს იმისათვის, რომ მათი სახელი წინ წამოვწიოთ, ნუ გექნება იმის ილუზია, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენ წაგვიძღვებიან ფულს მოგვცემენ, იმისათვის, რომ მათი სახელი წინა პლანზე წამოვწიოთ, ასეთი ადამიანები რომლებიც ფულს გაიღებენ ისევ ჩვენი ჯიბიდან Dწაგვლიჯავენ

No comments:

Post a Comment