8.12.09

თხოვნა საქართველოს მოსახლეობის ბატონ ბიძინა ივანიშვილთან

ამ წერილის დაწერა მარტო ჩვენი მცდელობა არ არის, ეს არის ხალხის ნების გამოხატვა.კარგა ხანია ხალხში გამოიკვეთა აზრი და მიმდინარეობს ხელმოწერები მოგმართონ თქვენ მოხვიდეთ ხელისუფლების სათავეში. დღევანდელმა დუხჭირმა ცხოვრებამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ბუნებით ამაყი ქართველი გამათხოვრდა ქალთა დიდი არმია მეძავის სამარცხვინო გზას დაადგა. ახალგაზრდობა ჩამოშორდა სწავლისა და აღზრდის საშვილიშვილო საქმეს, ეს იმანაც განაპირობა, რომ განათლებასა და მეცნიერებას გამოაცალეს საფუძველი და ცდილობენ დაბალი დონით წარმართონ, რომ ახალგაზრდობამ მეცნიერების თანამედროვე მწვერვალები კი არ დაიპყრონ, არამედ გახდნენ უცხო ქვეყნების წარმომადგენელი მომსახურე პერსონალი.
მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებაში დაბალი დონის კადრებმა გაანადგურეს საქართველოს ეკონომიკა. არასწორმა პოლიტიკამ გაამწვავა კონფლიქტური სიტუაციები. ხელოვნურად მიმდინარეობს ხალხის გაღატაკება. ლუკმა-პურს გამოდევნებული ადამიანები გავიდნენ საქართველოდან.ხელისუფლება არ სცნობს ხალხის ნებას,ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნების ინტერესებს,რომლებიც მათ აფინანსებენ.საქართველოში ხდება ალენ დალესის პროგრამის განხორციელება. აი, რას ამბობს მისი პროგრამა: მთელ მატერიალურ ძლიერებას გადავისვრით ხალხის გამოსათაყვანებლად, ჩვენ შეუმჩნევლად სევცვლით ნამდვილ ფასეულობას სიყალბით და ვაიძულებთ ხალხს იწამონ იგი. გათამაშდება თავისი გრანდიოზული მაშტაბებით ტრაგედია ყველაზე უფრო ერიც ხალხის დასაღუპავად და მათი თვითშეგნებების ჩასაქრობად. ლიტერატურა, კინო თეატრი და ტელევიზია იქნება ადამიანების დაბალი დონის ამსახველი და გამავრცელებელი. ზოგიერთია ადამიანი ხვდება რაც ხდება ქვეყანაში და შეეცდება სიმართლის თქმას, მაგრამ ასეთ ადამიანებს არა აქვთ შესაძლებლობა გამოვიდნენ ტელევიზიისა და პრესის საშუალებით და მოუწოდონ მოსახლეობას ნათელი გზისაკენ.ასეთ ადამიანებს არა აქვთ საშუალება საქართველოს მასშტაბით იმოგზაურონ და მონახონ თანამოაზრენი რათა დროულად აღიკვეთოს დღევანდელი ქვეყნის ნგრევა და განადგურება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გათვალეს, რომ დამშეული და დამონებული ადამიანები ვერ შესძლებს წინ აღუდგეს ბოროტებას. ქალაქთან ერთად გატიალდა სოფელი. ხალხს ხელიდან გამოეცალა სამუშაო ადგილი და გასაღების ბაზრები.ხალხი გმინავს. კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ხალხს მოუწოდონ მობილიზაციისაკენ. ამ ხალხს თქვენი იმედი აქვს. მართალია ხელისუფლების ზოგიერთი აგენტი პრესისა და ტელევიზიის სახელით ამ ხალხს დასცინის, მაგრამ ხალხის სურვილს ასე ადვილად ვერავინ ჩაკლავს. ხალხი მოგმართავთ თხოვნით, გადაარჩინეთ საქართველო! ჩვენ ამ მთხოვნელთა რიგებში ვდგევართ. ეს ადამიანები მზად არიან იბრძოლონ საქართველოს კეთილდღეობისათვის და დადგნენ თქვენს გვერდზე, რათა ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ ერთიანი, ძლიერი საქართველო. ვფიქრობთ, გამოხატავთ კეთილ ნებას, უარს არ გვეტყვით ჩვენს თხოვნაზე, წარუძღვებით ამ საქმიანობას, როგორც ერის კაცს შეეფერება.

No comments:

Post a Comment