20.12.09

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ასლი ტელევიზიის და პრესის წარმომადგენლებს საწართაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს გაეროს დამკვ

პირფერობა არასდროს მჩვევია, მაგრამ მდინარის დინების წინააღმდეგ არ მჩვევია ცურვა და არ მაქვს უფლება თუ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა თქვენ დაგიჭირათ მხარი მე შალვა ცერცვაძემ არ შეუერთდე მათ გადაწყვეტილებას და გულით არ მოგილოცოთ გამარჯვება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს მე პირადად არ დავრჩე ოპოზიციაში, რადგანაც ვფიქრობ ქვეყანა მაშინ არის ძლიერი, როცა ქვეყანაში არსებობს ძლიერი ოპოზიცია, რადგანაც შეცდომა ყოველთვის მოსდის ადამიანს და თქვენც არა ხართ გამონაკლისი, რომ შეცდომები დაუშვათ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში. მე მართალია არ მაქვს საშვალება მასმედიის საშვალებით გამოვხატო ჩემი პოზიციები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი ყოფის და თქვენს ქება დიდებაში ვიყვე, რადგან დღევანდელმა ცხოვრებამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად შექმნა იძულებულს გვხდის დავტოვო საქართველო და წავიდე ევროპის რომელიმე ქვეყანაში საცხოვრებლად, რადგან მე ქართველი მებრძოლი კაცი არ ვიქნები დამონებული ჩემს ქვეყანაში და ყოველთვის ვიბრძოლებ ქვეყნისა და ერის გაერთიანებისათვის, რაზეც ვფიქრობ დემოკრატიულ ქვეყანაში თქვენც უნდა შემიწყოთ ხელი. თუმცა მაქვს სურვილი დავტოვო საქართველო, რადგანაც საქართველოში ჩემს წინააღმდეგ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაირღვა საარჩევნო კოდექსის 34-ე და 46-ე მუხლი, ასევე დარღვეულია ჩემს წინაშე საქართველოს კონსტიტუციის 28-ე, 29-ე, 30-ე, 32-ე და 34-ე მუხლები, ასევე დარღვეულია მე-40 მუხლი, რომელიც სახელმწიფო მოხელეებს ავალდებულებს დროულად გასცენ ყველა წერილს პასუხი, თუმცა ამას თქვენი გუნდი ვერ ანხორციელებს და ამიტომ იძულებული ვარ დავტოვო საქართველო და წავიდე ევროპის რომელიმე ქვეყანაში, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და ადამიანი გრძნობს თავს ადამიანად. წავიდე რათა ჩემი დარჩენილი სიცოცხლე ნორმალურად გავატარო, მქონდეს ნორმალური სამუშაო და ანაზღაურება ისეთი, რომ ადამიანურად ვიცხოვრო, რადგანაც საქართველოში ვერ გამოინახა შალვა ცერცვაძისთვის ისეთი ნორმალური სამსახური, რომელიც ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი მოითხოვს. დღესაც შეიძლება, როგორც დანარჩენი ჩემი წერილები უპასუხოდ დატოვოთ, რადგანაც ჩემი წერილები ასაახვს დღევანდელი ცხოვრების ყოფას და ვფიქრობ თქვენი გუნდი ვალდებული იყო ყველა წერილზე პასუხი გაეცა რაც კანონიერი მოთხოვნაა. თუმცა ამ მოთხოვნაზე პასუხი შეგიძლიათ დღესაც არ გამცეთ, მაგრამ თქვენ კარგად დაინახეთ 13 იანვარს ორასიათასი კაცის გამოსვლა, რომელმაც უარყვეს თქვენი გამარჯვება და ოპოზიციის მხარდაჭერა მოინდომეს. ოპოზიციამაც თავმომწონეთ გამოკვეთეს თავიანთი პოზიციები და თქვენს წინააღმდეგ განაწყვეს მოსახლეობა, ეს ოპოზიციის დამსახურაბა კი არა თქვენი გუნდის დამსახურაბა იყო, რომელიც დღესაც არღვევს იმ კონსტიტუციურ კანონს და ადამიანის მოთხოვნებს იგნორირებას უკეთებს. ამიტომ არის დაძაბულობა ქვეყანაში, ამიტომ არის საქართველოდან გარბის ქართველი საღად მოაზროვნე ადამიანები, რადგანაც ქართველი კაცის დამონება ყოველთვის ძნელია და არ არის გასაკვირი მოხდეს მასიური გამოსვლები საზოგადოების და ის დაპირებები, რომელიც თქვენ წინა საარჩევნო პროგრამად გქონდათ დაპირებებად დარჩება, რადგანაც მე შალვა ცერცვაძე ვერ ვხედავ თქვენ გუნდში იმ ოპოზიციური ძალის შემოსვლას, რომელიც ნორმალურად, გააზრებულად დასახავს გზებს ერის გადარჩენისა, რადგანაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად და რეალურად უნდა საზღვრავდეს თუ რა გზით შეიძლება გამოინახოს გზები ქვეყნის განვითარებისათვის. კიდევ ერთი შეცდომა გუნდის არასწორ ჩამოყალიბებაზე შეგიქმნით დაძაბულობას ქვეყანაში და ეს იქნება ტრაგიკული დასასრული თქვენი პრეზიდენტობის, რადგანაც თქვენ და თქვენი გუნდი ფიქრობს ისევ ტრადიციულად გააგრძელოდ დაბალი დონის ადამიანების შერჩევა ხელისუფლებაში, ამიტომ ჩემი პირადი თხოვნაა წავიდე საქართველოდან, როგორც პოლიტიკურად დევნილი, რადგანაც ჩემთვის მიუღებელი იქნება ასეთი ცხოვრებით ცხოვრაბა, როგორც დღეს ვცხოვრობ. უკანასკნელ თხოვნას სიკვდილ მისჯილს უსრულებენ და მე შალვა ცერცვაძეს არამგონია ქვეყნისა და ერის წინაშე ეს სურვილი მაინც არ შემისრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული გავხდები გადავიდე აფხაზეთში საცხოვრებლად და ვთხოვო აფხაზეთის ხელისუფლებას შემიქმნას ნორმალური ცხოვრების პირობები, რადგანაც მე ამ ცხოვრებით ვეღარ დავეხმარები ვერც საქართელოს მოსახლეობას და ვერც ჩემს მომავალ თაობას, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და ჩემი შემოსავლის პატრონი ვერ უზრუნველყოფს მათ გამოკვებვას და სწავლის ქირის გადახდას, რაც ჩემთვის ტრაგიკულია. ვფიქრობ დღეს მაინც თქვენი გუნდი გაანალიზებს ამ წერილის შინაარს და დადებითად გადაწყვიტავს ჩემს დღევანდელ ყოფას, რადგან 3 ლარიანი პენსიით მე შალვა ცერცვაძე ვერ ვუზრუნველყოფ ჩემს ადამიანურ ცხოვრებას. თქვენ შეგიძლიათ დაამონოთ მთელი საქართველო, შექმნათ ილუზია, რომ ხალხი თქვენს მხარეზეა, მაგრამ ვერ დაამონებთ შალვა ცერცვაძეს, რადგანაც მე არასოდეს არ გადავალ კონსტიტუციურ ჩარჩოებს და არ შევქმნი საბაბს, რომ მე დამიჭირონ და ვიყვე იზოლირებული საქართველოს საღად მოაზროვნე ადამიანებისაგან.

No comments:

Post a Comment