20.12.09

ხელისუფლების მიერ შექმნილმა არასწორმა საგადასახადო სისტემამ დაანგრია და გაანადგურა საქართველოს წარმოება-ორგანიზაციები. ვერცერთი წარმოება თავის დანადგარს ვერ შეინარჩუნებდა, თუ არ დამალავდა გადასახადის ნაწილს მაინც. ბევრი წარმოების დაზგა-დანადგარები სასამართლო გადაწყვეტილებით იქნა გაყიდული კაპიკებში. ამით შეიქმნა უმუშევრობა, ეკონომიური გაჭირვება, ქურდებისა და ყაჩაღთა დაჯგუფებები, რომლებიც მოსახლეობის ძარცვით თავს ირჩენდნენ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო სხვა ქვეყნებისათვის რათა საქართველოს ბაზარი დაეპყროთ და თავიანთი წარმოება განევითარებინათ.
ხელისუფლების ცვლამ შედეგი არ გამოიღო. არასწორმა პოლიტიკამ მეწარმები გაქცია საქართველოდან. ფასების ზრდამ პროდუქციაზე გაამწვავა კონფლიქტური მდგომარეობა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, ისედაც დანგრეული ქვეყანა სხვის ხელისშემყურე გახდა. ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები ნათლად აისახა მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კარგად გვახსოვს ხორბლის შემოტანაზე საბაჟო გადასახადების მოთხოვნამ გაზარდა ფქვილის ფასი, დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა, რომ გამხდარიყვნენ პოპულარული დიდად იმოქმედა ფასების ზრდაზე.
დღეს უკვე მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების უკმაყოფილოა. ვფიქრობ, დროა ყველამ თავის შეცდომებზე აგოს პასუხი. დაფიქრდეს ხელისუფლების წარმომადგენლები თუ როგორ დაიცვან მეწარმეები რათა გამოსწორდეს საქართველოს ეკონომიური მდგომარეობა. დროა ვიფიქროთ შეიქმნას მოსახლეობის დასაქმების პროგრამა რათა ამ გაჭირვებული მდგომარეობიდან გამოვიდეთ.
რა შეიძლება გაკეთდეს ამისათვის:
1.მოიხსნას საბაჟო გადასახადი მანქანა-დანადგარების და
ნედლეულის შემოტანაზე რათა ჩვენთან წარმოება ამუშავდეს, რადგან ახალი ტექნოლოგიებისა და დაზგა-დანადგარების გარეშე ჩვენ კონკურენციას ვერ გაუწევთ უცხო ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციას. ვერ შევქმნით საწარმოო ბაზებს, ვერ დავასაქმებთ საქართველოს მოსახლეობას;
2. წარმოება რომელიც არის შექმნილი მოეხსნას გადასახადი, სანამ საწარმოო ხარჯებს არ ამოიღებს. რადგანაც ბანკის პროცენტი, გადასახადები, მანქანა-დანადგარებზე გაწეული ხარჯები დამანგრეველი იქნება ყველა წარმოებისათვის. გადასახადი შეიძლება დარჩეს ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე, რომლებიც ექვემდებარება დაბეგვრას;
3. მეწარმე, რომელსაც საზღვარგარეთ გააქვს პროდუქცია და არა ნედლეული, გაუნახევრდეს გადასახადი რადგანაც ამით ქვეყანაში შემოაქვს უცხოური ვალუტა, გაზრდის მუშა-მოსამსახურეების ხელფასს.
გააფართოვებს წარმოებას და ამით შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ამით დაიპყრობს მსოფლიო ბაზარს.






შალვა ცერცვაძე

No comments:

Post a Comment