8.12.09

საქართველოში ფაშიზმია

ფაშიზმი უარყო როგორც გერმანელმა ასევე მსოფლიო საზოგადოებამ, რადგანაც გიტლერის პოლიტიკა დამღუპველი იყო ადამიანების განვითარებაზე, რადგანაც ფაშიზმის დროს ხდებოდა ადამიანის გამძლეობაზე ცდების ჩატარება, თუ როგორ გაუძლებდა ადამიანები შიმშილს, სიცივეს, ცემას და მონურ ცხოვრებას. ამით გიტლერს უნდოდა დაემონებინა მსოფლიო საზოგადოება და გერმანელი ხალხი ყოფილიყო მათი მმართველი, ამიტომ მოხდა მსოფლიო საღად მოაზროვნე საზოგადოების გაერთიანება და გიტლერის ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადეს, რადგანაც ეს ხელს უშლიდა მსოფლიო განვითარებას ვინაიდან ერთ პატარა ჯგუფზე არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული მსოფლიო რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ მოსულნი და ახორციელებდნენ ძალისმიერი მეთოდებით ხალხის დამონებას. იმ დროისათვის გიტლერსაც გამოუჩნდნენ მხარდამჭერები, გიტლერის გამოსვლებიც მხარდამჭერების აღფრთოვანებას იწვევდა თუმცა ეს ყველაფერი დროებითი იყო და თვით გერმანელი ხალხი მიხვდა რომ ასეთი ფაშისტური მიდგომა არცერთ ერს არ გამოადგებოდა და არ განვითარდებოდა სახელმწიფო ასეთი მეთოდებით.
Aასევე ტაშს უკრავდა ამერიკელი ხალხი როდესაც ნიკიტა ხრუშოვი გამოვიდა სიტყვით და ტრიბუნაზე ტუფლის ბრახუნით უნდოდა თავისი ძალის დემოსტრირება მოეხდინა თუმცა ეს ყველაფერი იყო დროებითი და რუსმა ხალხმაც ვერ აიტანა ხრუშოვის პოლიტიკა რადგან ეს იყო ადამიანის გამძლეობაზე ცდების ჩატარების ერთ-ერთი გზა თუ რამდენი მოთმინება ექნება ადამიანებს და როგორ გაუძლებენ ამ დატვირთვას. Aამიტომ იყო ნიკიტა ხრუშოვის პოლიტიკაც უარყოფითად იქნა შეფასებული და ისიც საღად მოაზროვნე ადამიანის მიერ იქნა დაჭერილი ციხეში მართალია ათი წელი ითბინა რუსმა ხალხმა ნიკიტა ხრუშოვის პოლიტიკა, მაგრამ ისტორია ყოველთვის სამართლიანია და სწორი გადაწყვეტილება მიიღო რუსმა ხალხმაც რადგან ცდების ჩატარება ადამიანის გამძლეობაზე დამონება ილუზიის შექმნა რომ ხალხისთვის ვბრძოლობ ეს არის ფაშიზმის გადმონაშთები. D
Dდიახ დღეს საქართველოში ფაშიზმია მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით რადგანაც ერთპიროვნული მართველობით უნდა პრეზიდენტს საქართველოს დამონება და თავისი ძალის დემოსტრირება. Aამიტომაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალისმიერი მეთოდებით მოახდინა თავისი თავის არჩევა და შექმნა ილუზია რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერდა მის კანდიდატურას თუმცა თვით მის გუნდშიც იყვნენ ადამიანები რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მის მოსაზრებებს მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო და ძალისხმიერმა მეთოდმა თავისი გაიტანა ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები ეს იყო საღად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდებით ხალხის დამონებისთვის შექმნილი ძალა, რომ ხელისუფლების გუნდი თითქოს საუკეთესო იყოს და დანარჩენი ადამიანების აზრი საზოგადოებისათვის მიუღებელია ხელოვნურმა ოპოზიციამ რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა მისთვის მიუღებელი ფორმით არ ჩაუდგება ხალხს სათავეში და არ შექმნის დაძაბულობას ქვეყანაში, რადგანაც მეთოდი რომელიც მიხეილ სააკაშვილი იყენებს ეს არის ფაშიზმის გადმონაშტები რომელის დღეს XXI საუკუნეში ხორციელდება საქართველოში დიახ ეს არის გადმონაშტები რომელიც უარყო მსოფლიო საღად მოაზროვნე საზოგადოებამ ამიტომაც არის ის ქვეყნები რომელსაც აწყობთ საქართველოს მოსახლეობის დამონება ქმნიან ილუზიას რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ხალხმა მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილს მაგრამ 200 000 ათასი ადამიანის შეკრებამ რომელიც ნორმალურად არც-ერთ ტელევიზიაში არ გაშუქებულა რაც დემოკრატიის პრინციპების უგულველყოფაა და უარყვეს მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება და დემოკრატიული გზით მოითხოვეს მეორე ტურის ჩატარება თუმცა მათი აზრი ხელისუფლებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა და ძალისმიერი მეთოდებით გამარჯვებულმა ხელისუფლებამ განაგრძო საღად მოაზროვნე ადამიანების მოთხოვნების იგნორირება და ამით დაანახვა რომ ჩემი მოქმედება საქართველოს მოსახლეობისათვის მისაღებია. ეს არის ტრაგედია როდესაც ძალისხმიერი მეთოდებით მოსული ხელისუფლება აგრძელებს თავის მიღვაწეობას და აქვს სურვილი დამონებული ყავდეს საქართველოს მოსახლეობა ამიტომ არის რომ საქართველოდან გარბის როგორც ბიზნესმენი ასევე საქართველოში მცხოვრები საქმიანი ადამიანები ისე ყველა საღად მოაზროვნე ადამიანები რადგანაც ფაშიზმი დროებითია და მას განვითარება არ უწერია ამიტომაც იწყება პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმები. საზოდადოება ეძებს გზებს ფაშიზმის გასანადგურებლად რადგან ფაშიზმის დროს ქვეყნის განვითარება არასდროს მოხდება და ერი დეგლარაციას განიცდის არ მოხდება ქართველი საქმიანი ადამინების შემოსვლა საქართველოში არ განვითარდება წარმოება ორგანიზაციები ხოლო ჩამოვლენ ის პირები რომლების ხელს შეუწყობენ ხელისუფლებას მოსახლეობის დამონებაში ეს იქნება უცხო ქვეყნის წარმომადგენლები რადგანაც მათ ყოველთვის აწყოფთ ყავდეთ მეზობელ ქვეყნებში დამონებული საზოგადოება ხოლო ქართველი წარმოშობის ადამიანები, მეწარმეები, საქმიანი ადამიანები პირიქით ეცდებიან საქართველოდან გაქცევას რაც ყველაზე ტრაგიკულია საღად მოაზროვნე საზოგადოებისთვის, რადგანაც ჩამოსულ უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ეცდება რაც შეიძლება მეტი იშოვოს საქართველოში და გაიტანონ თავის ქვეყანაში ის კაპიტალი რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე მოიპოვებს ხოლო ქართული წარმოშობის ადამიანების ჩამოსვლა პირიქით შექმნის ეკონომიურ ბერკეტებს რომელიც ქართველი ბიზნესმენები იშოვიან თანხებს და ეს თანხები ისევ საქართველოში დარჩება, ამიტომაც მათი ბიზნესის განვითარებისთვის მათ ყველაზე კარგი პირობები უნდა შეუქმნათ ამას დღევანდელი ხელისუფლება ვერ შეუქმნის რადგანაც მათ გონიათ წართმევით, ბიზნესმენების დატერორებით, დაჭერის შიშის ილუზიით, გაიუმჯობესებენ თავიანთ ოჯახურ გარემოს და ხალხის მოთხოვნებს იგნორირებას გაუკეთბენ. საქართველოში 2008 წელი ფაშიზმზე გამარჯვების წელი იქნება ეს იქნება ადამიანების გამოღვიძების, ბრძოლის, რეალური კანდიდატურის შერჩევის წელი, რომელიც რეალურად იბრძოლებს ქვეყნისა და ერის გადარჩენაზე, მათ ეკონომიურ განვითარებაზე და საქმიანი ადამიანების მოწვევაზე საქართველოში, რათა მათ გარეშე ვერ განვითარდება საქართველოს ეკონომიკა, ვერ ჩამოყალიბდება სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოს საზოგადოებაში თავის სიტყვას იტყვის, ეს იქნება გზა ერის გადარჩენისა და ეკონომიკურად განვითარების, ეს იქნება ერთადერთი შანსი, რომ საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანები დაეწივნონ ცხოვრების დონით ყველა განვითარებულ ქვეყნებს, რადგანაც საქართველოს აქვს პოტენციალი იყვეს იმ განვითარებული ქვეყნების რიგებს შორის, სადაც არსებობს დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება. ეს იქნება ფაშიზმზე გამარჯვების წინა პირობა, რადგან ხელისუფლებაში აღარ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ფაშისტური იდეებით იქნებიან შეპყრობილნი. 5 იანვარს 2008 წლის საქართველოს მოსახლეობას გაუჭირდა არჩევანის გაკეთება, რადგანაც ხელისუფლებამ წინასწარვე იცოდა, რომ თუ ნებით არა ძალით მაინც მოახდენდა თავის პოზიციების გამაგრებას. მართალია ხელისუფლების შეცვლაც ძალის მიერი მეთოდებით მოხდება, მაგრამ ეს იქნება ფართო მასების სიხარული, რადგანაც ხელისუფლების მიერ შექმნილი ილუზია, რომ საქართველოში დემოკრატიაა სიყალბეს შეეფერება, სიყალბე კი ძალისმიერი მეთოდებით შეიძლება განადგურდეს. ჩემთვის პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ საქმის გარემოებიდან გამომდინარე ვფიქრობ მალე დაიწყება ეს პროცესი და საქართველო განთავისუფლდება ფაშიზმისგან.

No comments:

Post a Comment