20.12.09

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

არ გეგონოთ ამ წერილს გწერთ იმიტომ, რომ რაიმე სამსახური მაინტერესებდეს. ჩემი ასაკის კაცი ნორმალურ სამსახურს მაინც ვერ იშოვის, მაგრამ ვფიქრობ არა მაქვს უფლება ჩუმად ვიყვე და არ გამოვხატო ჩემი მოსაზრება დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.Aარ გეშინოდეს იმის, რომელიც ლაპარაკობს და იმუქრება, გეშინოდეს მათი, რომლებიც პირფერობს ჩუმად არის, მას ყოველთვის შეუძლია ტერაქტის მოწყობა. ქვეყანაში გმირის ლიდერის შექმნა ხელისუფლების მუშაობის ცუდი შედეგია და თუ შეიქმნა ლიდერი და ხალხი მისკენ წავიდა მას ხელი კი არ უნდა ვკრათ, გავხადოთ მეეზოვე, დავიჭიროთ, მოვკლათ, ან გავანადგუროდ, არამედ შესაბამისი სამსახური უნდა გამოუჩინოთ. ღადგანაც რომში მიუხედავად მონური მორჩილებისა სპარტაკს გაჰყვა მოსახლეობა და აჯანყება მოახდინა. ამიტომ ლიდერზე ტალახის სროლა სხვა უფრო ჭკვიან ლიდერს წარმოქმნის. სტალინმა გიტლერი არ მოაკვლევინა, რადგანაც ეშინოდა ომის წაგების. გიტლერის მოკვლით სტალინი ახალ მტერს გაიჩენდა გიტლერზე უფრო ჭკვიანს დანიშნავდნენ გარმანელი ხალხი და სტალინი ომს წააგებდა. ჭკვიანი ლიდერის გვერდში ყოლა საშვალებას მოგვცემს ქვეყანაში წესრიგი დამყარდეს.Bბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს ის აღმშენებლობა, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოში, მაგრამ ამას როცა აკეთებს უცხო ქვეყნის მშენებელი, ქართველ ხალხში იბადება პროტესტის გრძნობა, რაც ძალზე საშიშია. ღოცა ქართველი ხალხი თვითონ მონაწილეობს ქვეყნის აღმშენე-ბლობაში ის თავისი ქვეყნის ბატონ პატრონად გრძნობს თავს, არადა ღირსება და სამშობლო წართმეულის როლში გვევლინება, რაც შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს უცხო ქვეყნის აგენტურამ და ტრაგიკული შედეგი გამოიწვიოს. დავით აღმაშენებელმა თურქეთის შიშით მთებში გახი-ზნულ, ტყეს და გამოქვაბულებს შეპარებულ ხალხს აღუდგინა ღირსება, ამეფა ისინი თავის ქვეყანასა ზედა და აპატრონა და ამით იმეფა. თვითონ ჩაუდგა თავის ხალხს სული თვისი შემოიდგა მან ტანი მისი და გადაარჩი-ნა საქართველო. სწორედ ამიტომ უწოდა მას მისმა ხალხმა აღმაშენებელი. თქვენც გაქვთ პრეზიდენტო ამის შანსი თუ ამოიყენებთ ქართველ ხალხს გვერდით არადა მერქმუნეთ არაქართველებზე თქვენ არავინ გაპრეზიდენ-ტებთ. არაქართველნი თავიანთ საზოგადოებიდან გამოიყვანს თავის პრეზი-დენტს და ეს მოხდება უფრო ადრე ვიდრე თქვენ პრეზიდენტობის სურვილს დაკარგავთ. Eეს არ არის წინასწარმეტყველება, ასეთია ბუნების კანონზომი-ერება სოციუმის განვითარებაში, რაშიც ალბათ თქვენც დამეთანხმებით.
ნიკოლოზ მეორეს ლენინი და სტალინი გვერდში რიმ დაეყენებინა, მიეცა შესაბამისი სამსახური ისინი ოქტომბრის რევოლუციას არ მოახდენდნენ, არ შეაჩერებდნენ ქვეყნის განვითარებას, რადგანაც კაპიტალიზმი ქვეყნის განვითარების წინა პირობაა. კერძო საკუთრება, კონკურენცისა იძულებულს ხდის მოსახლეობას განვითარდეს და თავისი ადგილი დაიკაოს მსოპლიო ბაზარზე. თუმცა ამ შემთხვევაში ნიკოლოზ მეორეს დაბალი დონის უშიშროების სამსახური ჰყავდა, რამაც განაპირობა რევოლუციის მოხდენა და ცხოვრებისაგან გამწარებულმა ლიდერებმა ნიკოლოზ მეორეს ბავშვიც კი არ დაუტოვეს ცოცხალი. ასევე შეიძლება ითქვას ამერიკის პრეზიდენტის კენედის მკვლელობაზე. Mასე რომ ნორმალურად მოაზროვნე უშიშროების თანამშრომლები ყოლოდა მისი მკვლელობაც არ მოხდებოდა. უშიშროების ცუდი მუშაობის შედეგია ამერიკის პრეზიდენტის ბუშის ჩამოსვლის დროს განხორციელებული ტერაქტის მცდელობა. რადგანაც ჩემს ყურამდე მოდის, რომ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციაზე ქილერს დაეძებს ეს უკვე საშიშროებას ქმნის ქვეყანაში დაძაბულობის შექმნისას. ამიტომ საჭიროა ყველა ლიდერთან არა დაჭერა ან რაიმეს მოწყობა, არამედ უშიშროების სამსახური ვალდებულია საერთო ენა გამონახოს ან განმუხტოს სიტუაცია, რადგანაც ციხეში მოხვედრილი ლიდერი უფრო საშიშია ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, ვიდრე გარეთ მყოფნი, რადგანაც კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენლებს უფრო ადვილად შეუძლიათ ტერაქტის მოწყობა, ვიდრე მშვიდობიან მოსახლეობას. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე უშიშროების თანამშრომლები დანაშაულსაც კი ჩადიან, რომ როგორმე გადმოიბირონ ესა თუ ის პიროვნება თუმცა დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი სახელმწიფო მოხელემაც და ჩვეულებრივმა საქართველოს მოქალაქესაც, თუ გვინდა სახელმწიფოში წესრიგის დამყარება და ქვეყნის განვითარება.როდესაც უშუშროების თანამშრომელი დანაშაულს სჩადის ვფიქრობ მისი კარიერა იქ უნდა შეწყდეს, სადაც დანაშაულს ჩაიდენს.
ბატონო პრეზიდენტო, ჩემი შეხედულებიტ ცხოვრება ჭადრაკია და თამაშის დროს ყოველთვის დაფიქრება გვმართებს. ამიტომ ზოგჯერ საჭიროა გაწიროტ პაიკი, რომელიც არასწორ სვლებს აკეთებს, რადგანაც ის საფრთხეს გიქმნით თქვენი მეფობის ანუ პრეზიდენტობის პერიოდში. პაიკის გაწირვა თქვენი ჭკვიანური ნაბიჯის წინა პირობაა.
ჩემს მიერ შემუშავებული დასაქმების პროგრამა საინფორმაციო ბანკი საშვალებას მისცემს მოსახლეობას საარსებო წყარო ჰქონდეს და თავისი შრომით არჩინოს ოჯახი. გაჭირვებული კაცი კი ფსიქოლოგიურად განად-გურებულია და რომელ სახელმწიფოსაც სურს შეუძლია გამოიყენოს ტერა-ქტის მოსაწყობად. ამიტომ დროა მივცეთ საშუალება ჩვენს მოსახლეობას თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ასაქმებენ საქართველოს მოსახლეობას, კერძო პირებმა იქნება გამოუნახოთ საქმე თითოეულ ადამიანს და შეუქმნათ ცხოვრების ნორმალური პირობები, რადგანაც პროლეტარი უფრო საშიშია ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, ვიდრე საქმიანი ადამიანი. ადამიანო მხოლოდ ადამიანთა წრეშია ადამიანი, თორემ განმარტოებული და საზოგადოებას მოწყვეტილი თუნდაც ოქროსა და ვერცხლში იწვეს და რძეში ბანაობდეს ადამიანი აღარ არის, ის ხორცმეტია საზოგადოებისათვის. ამიტომ თუ პიროვნება საკუთარი შრომიტ უზრუნველყოფს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის მოთხოვნებს გარემოცვისინტერესების გათვალისწინების გარეშე არა თუ პროგრესს ექნება ადგილი, არამედ რეგრესი გარდაუალია. ჩემს მიერ შემუშავებული დასაქმების პროგრამა შეუქმნის სამუშაო საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რაც საშვალებას მოგვცემს დაძაბულობის განმუხტვისა. ამიტომ თქვენი თანადგომა საშვალებას მომცემს განვმუხტო დაძაბულობა მთელ საქართველოში და დამშეულ მოსახლეობას მივცე არსებობის საშუალება. ვფიქრობ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევებს, არ შექმნით ქვეყანაში ქილერს, არ დაძაბავთ ურთიერთობას ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, რადგანაც ყოველი შეცდომის გასწორება შეიძლება დროულად თუ დავადგენთ, რომ ეს შეცდომაა და ვეცდებიტ მის გამოსწორებას.





შალვა ცერცვაძე

გუდიაშვილის მოედანი 7/2

ტელ: 45-02-85

No comments:

Post a Comment